იდეალურ წონას ყოველთვის რამდენიმე კილოგრამი გვაშორებს
- ეს ნებისმიერისთვის მწვავე თემაა, მათთვისაც კი, ვისაც კარგი აღნაგობა აქვს და მუდამ ცდილობს საკუთარი სხეულის სრულყოფას.
ამ შემთხვევაში იდეალურია აფროდიტეს დიეტა - კვების მარტივი სისტემა მინიმალური წესებითა და შეზღუდვებით, რომელიც ღვთაებრივი აღნაგობის მიღწევის გარანტიაა სულ რაღაც ერთ თვეში.
ნებადართული პროდუქტები
აფროდიტეს დიეტა დაფუძნებულია 3 ჯგუფად დაყოფილ საკვებზე, მათი მიღების მიხედვით: ყოველდღიური, დაშვებული კვირაში 2-ჯერ და თვეში 3-ჯერ.
ყოველდღიურად შეგიძლიათ მიირთვათ:
- პური და მარცვლეულის ფაფები;
- ნებისმიერი ხილი და ბოსტნეული;
- ნიგოზი და ნესვის თესლი;
- ზეითუნის ზეთი;
- წითელი მშრალი ღვინო;
- ხაჭო და თხის ყველი.
კვირაში ორჯერ აუცილებლად უნდა მიირთვათ:
- კვერცხი;
- მცირე რაოდენობით შავი შოკოლადი და ნატურალური თაფლი;
- თევზი და ზღვის პროდუქტები.
თვეში 3-ჯერ შეგიძლიათ მიირთვათ:
- ძროხის ხორცი;
- უცხიმო ღორის ხორცი;
- ქათმის და ინდაურის ხორცი.
დიეტაზე ყოფნის დროს უნდა დაიცვათ შემდეგი წესები:
- აუცილებლად იკვებეთ დღეში 5-ჯერ მცირე ულუფებით, 200-250 გრამი.
- დღიური კალორიების მიღების ნორმა არ უნდა აჭარბებდეს 1500 კილოკალორიას.
- არ დაგავიწყდეთ არანაკლებ 1.5 ლიტრი სუფთა წყლის მიღება, ასევე შავი ყავა და მწვანე ჩაი შაქრის გარეშე.
- შეეცადეთ, სრულად ამოიღოთ კვების რაციონიდან მარილი. ჩაანაცვლეთ სანელებლებით.
მენიუ პროდუქტებისგან, რომელიც დაშვებულია ყოველდღიურად:
- საუზმე: 150 გრამი შვრიის ფაფა წყალში, ბანანი და 200 მლ მწვანე ჩაი შაქრის გარეშე.
- ლანჩი: 100 გრამი ნებისმიერი თხილეული.
- სადილი: 200 გრამი ორთქლზე მომზადებული ბოსტნეული, 2 ნაჭერი პური და გრეიპფრუტი.
- სამხარი: 150 გრამი თხის ყველი.
- ვახშამი: 200 გრამი ხაჭო, 50 გრამი ნიგოზი და 100 მლ ხილის ფრეში.
მენიუ პროდუქტებით დაშვებული კვირაში 2-ჯერ:
- საუზმე: 1 ცალი მოხარშული კვერცხი და 100 გრამი თხის ყველი.
- ლანჩი: ფორთოხალი.
- სადილი: 150 მლ ტომატის კრემ-სუპი, 100 გრამი მოხარშული კრევეტები და 100 მლ მწვანე ჩაი.
- სამხარი: 50 გრამი ნიგოზი.
- ვახშამი: 200 გრამი გამომცხვარი თევზი, 100 გრამი ორთქლზე მომზადებული ბოსტნეული და 50 გ შავი შოკოლადი.
მენიუ ხორცპროდუქტებით:
- საუზმე: 100 გრამი წიწიბურას ფაფა, 2 პომიდორი და 100 მლ შავი ყავა.
- ლანჩი: 150 გრამი თხის ყველი.
- სადილი: 200 მლ ქათმის ბულიონი, 100 გრამი მოხარშული ქათმის ფილე, 1 ნაჭერი ჭვავის პური.
- სამხარი: 2 ბანანი.
- ვახშამი: 150 გრამი უცხიმო ღორის ხორცი, 100 გრამი ბოსტნეული და 1 ჩაის კოვზი თაფლი.
ვისთვის იკრძალება აფროდიტეს დიეტა:
ეს დიეტა ყველასათვის არ არის რეკომენდებული, არ შეიძლება:
- თუკი ორსულად ხართ;
- ბავშვი გყავთ ბუნებრივ კვებაზე;
- ქრონიკული დაავადებები გაწუხებთ;
- ხართ 18 წელზე ნაკლები ასაკის;
- იმყოფებით ოპერაციის შემდგომ რეაბილიტაციის პერიოდში.
- იკრძალება ალერგიულ ადამიანებშიც.
არ დაგავიწყდეთ დიეტის დაცვამდე კონსულტაციის გავლა ექიმთან, რომელიც სწორ მითითებებს მოგცემთ თქვენი ორგანიზმის შესაბამისად.
იყავით მუდამ მომხიბვლელები და ჯანმრთელები!
წყარო:sovkusom