შიმშილობას ალტერნატიულ მედიცინაში გამაჯანსაღებელ მეთოდად იყენებენ. საჭმელზე უარის დროს ორგანიზმი იწმინდება წიდებისგან, განახლება ხდება საჭმლის მომნელებ სისტემაში.
მარვა ოგანიანი ექიმ-თერაპევტი, ბიოქიმიკოსი და ნატიროპათია. უამრავი წიგნი აქვს დაწერილი ეკოლოგიურ მედიცინაზე.
მისი თქმით, როცა ადამიანი დაბინძურებულ და დაძაბულ გარემოში ცხოვრობს, ეს დიდ ქალაქებს ეხება, ის ვალდებულია, სამკურნალო შიმშილობას მიმართოს.
შიმშილობა სამ ეტაპად მიმდინარეობს:
- შიმშილობის დროს მიიღეთ იმ ბალახების ნაყენები, რომლებსაც ჩვეულებრივად გამოიყენებთ. დაუმატეთ თაფლი, ლიმონის წვენი. თაფლი ფრუქტოზისა და გლუკოზისაგან შედგება, ლიმონის წვენი - მჟავისა და ვიტამინებისგან. ორივე ერთად სასარგებლო ნივთიერებებით აღავსებს ორგანიზმის თითოეულ უჯრედს. პირველი ეტაპი მხოლოდ რამდენიმე დღისგან შედგება.
- მეორე ეტაპზე შეგიძლიათ ხილისა და ბოსტენულის წვენებზე გადახვიდეთ. ზოგიერთ წვენს წყლით სჭირდება გაზავება.
- მესამე ეტაპზე უმ საკვებზე გადადით. თავდაპირველად დაბლენდერებული საკვები მიიღეთ. შემდეგ სალათები, რათა ნელ-ნელა მომართოთ საჭმლის მომნელებელი სისტემა.
მარვა ოგანიანის აზრით, სამკურნალო შიმშილობა იმ დროსაც შეიძლება, როცა შინაგანი ორგანოები დაავდებულია, ადამიანი ავადაა. შიმშილობა არა მხოლოდ საჭმლის მომნელებელი სისტემაზე არ აისახება დადებით, არამედ, მთელ ორგანზიმზე.
დაბოლოს, სამკურნალო შიმშილობა არ შეიძლება მათთვის, ვისაც წონის დეფიციტი აქვს. აგრეთვე, დიაბეტის მქონეთათვის და სპეციფიკური დაავადებების დროს. სანამ შიმშილობით იმკურნალებთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან გაიარეთ.