როგორ მოვიშოროთ ზედმეტი ცხიმი იღლიებიდან

როგორ მოვიშოროთ ზედმეტი ცხიმი იღლიებიდან
იღლიების ზონა - ერთ-ერთი ყველაზე რთულ ზონად ითვლება გახდომისას. მაშინ, როდესაც თამამად იტყვით მეგობრებთან, როგორ მოიშორეთ ზედმეტი კილოგრამი, "დაკიდებული" კანი იღლიების მიდამოებში რთულად დასამალი აღმოჩნდება, მიუხედავად დაკარგული კილოგრამებისა. ძირითადად, დაწეული კანი იღლიების ზონაში ჩნდება ზედმეტი კილოგრამების, კუნთების ცუდი ტონუსისა და დეფორმირებული ხერხემლისგან.
ჩამოწელილი კანი იღლიების მიდამოში გამხდარ გოგონებში განსაკუთრებით მრავლადაა.
Related image
"მარაო" გიზიარებთ რჩევებს, თუ როგორ მოვიშოროთ თავიდან ეს პრობლემური ზონა.
Related image

დილის ვარჯიშები

  • დილის გაწელვები - თქვენი საუკეთესო მეგობარია. თუკი გინდათ ხელების დათხელება, ჰანტელები გამოიყენეთ. სახლის პირობებში სავარჯიშოდ
    ნებისმიერი 2 კგ-მდე ჰანტელი დაგჭირდებათ, გასაწელად მეტი კილოგრამი არ არის საჭირო. ასწიეთ ხელები ქვემოდან ზემოთ მხრების სიმაღლეზე. როცა მხრებს გაუთანაბრებთ, დააფიქსირეთ ცოტა ხნით.
Related imageImage result for Тренажерный зал gif

სავარჯიშო დარბაზი

  • თქვენს სპორტულ რაციონში უნდა ჩასვათ დარბაზში ვარჯიში. აქ ძირითადად მკერდის ვარჯიშები გჭირდებათ იმისათვის, რომ იღლიებზე ჩამოწელილი კანი მოიშოროთ თავიდან. პირველი, რასაც გვირჩევენ ფიტნესინსტრუქტორები, ეს არის 45-გრადუსიანი კუთხით, სკამზე ჰანტელების მეშვეობით ვარჯიში. მეორე ვარჯიში, რომელიც ასევე მნიშვნელოვანია, "პეპელას" სახელწოდებით ცნობილი ტრენაჟორია, რომელსაც მოქმედებაში მოჰყავს მკერდის კუნთები.
Image result for Тренажерный зал gif

ცურვა

  • ხელების გამკვრივებას ხელს უწყობს ცურვა. ახლა კი სწორედ ის პერიოდია, როცა თამამად შეგიძლიათ გაატაროთ უქმეები აუზზე ცურვაში.
Related image

განსაკუთრებული მოვლა

  • იმისათვის, რომ ვარჯიშის შედეგები გააუმჯობესოთ, აუცილებელია ხელის განსაკუთრებული მოვლა. კვირაში ერთხელ დრენაჟის ან ანტიცელულიტური ნიღბის მეშვეობით შეიფუთეთ ხელები. შემდგომ მსუბუქი ჩქმეტითი მოძრაობით დაიმასაჟეთ ხელი და დაიტანეთ ანტიცელულიტური საცხები. ეს უწყობს ხელს სისხლის მიმოქცევასა და ორგანიზმიდან ზედმეტ ცხიმს გამოდევნის, შედეგად კი კანი გაგიმკვრივდებათ.

კვება

  • რა თქმა უნდა, ვარჯიშის შემდგომ თუკი ფასტფუდებს მიირთმევთ და გაზიან სასმელს დაამატებთ - სასწაულის მოლოდინში ნუ იქნებით. გირჩევთ, ჯანსაღი კვებისკენ აიღოთ გეზი. განსაკუთრებული დიეტა იღლიების გასახდომად არ არსებობს, თუმცა ბევრად მსუბუქად იქნებით, თუკი ბურღულეულს ან წიწიბურას მიირთმევთ ვარჯიშამდე - რაც მეტ ენერგიას მოგცემთ, ხოლო შემდეგ - თევზი, ზღვის პროდუქტები და კვერცხი. ეს ცილებით მდიდარი პროდუქტია, რაც კუნთების აღდგენაში დაგეხმარებათ.
Image result for Тренажерный зал gif

წყარო:vogue
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30
e87a93