

კიტრის დიეტა გახდომისას ხელს უწყობს ორგანიზმიდან ზედმეტი შლაკებისა და ტოქსინების გამოდევნას, უზრუნველყოფს იოდის დღიურ ნორმას, თირკმელებში კენჭის გაჩენის რისკს ამცირებს და აჩქარებს მეტაბოლიზმს. თუმცა, როცა გადაწყვეტთ რამდენიმე კილოგრამის დაკლებას, არ ღირს ერთ დღეზე მეტ ხანს კიტრის დიეტის დაცვა.

რამდენად შესაძლებელია გახდომა?
გავავლოთ პარალელი
განტვირთვის დღე გამორიცხავს ხორცსა და თევზს. ერთადერთი, რაც ტანდემში ერწყმის კიტრს, რძის პროდუქტია, კიდევ ერთი ბოსტნეული ან ხილი. ასეთი მიდგომა მეორე დღეს 1.5-2 კილოგრამს მოგაცილებთ.

კიტრის განტვირთვის დღის 4 ვარიანტი

- მოამზადეთ კიტრის და პომიდვრის სალათა, შეკმაზეთ მხოლოდ ზეითუნის ზეთით. არ გამოიყენოთ სანელებლები და მარილი. დღიური რაციონი უნდა შედგებოდეს საკვების 4-ჯერ მიღებისაგან. ამავდროულად, არ უნდა აღემატებოდეს 150 გრამს.
- ეს ვარიანტი განტვირთვის დღისთვის არა მარტო კიტრს, არამედ ვაშლსაც მოიცავს გასახდომად. დღის განმავლობაში გამოიყენეთ 1 კგ ვაშლი და 1 კგ კიტრი კანის გარეშე. ამ პროდუქტების მეშვეობით მოამზადეთ სალათა და შეკმაზეთ ნატურალური იოგურტით. გაყავით 5-6 ულუფად.
- კეფირისა და კიტრის განტვირთვის დღე ყველაზე პოპულარულად ითვლება. 1 კგ კიტრი 5 ულუფად დაყავით. საკვების მიღებამდე მიირთვით წყალი და კეფირი. საერთო მოცულობა დღეში 1 ლ კეფირი და 1.5 ლიტრი წყალი.
- დაუმატეთ 1.5 კგ კიტრს 0.5 კგ მსუბუქი ხაჭო. ეს თქვენი დღიური ნორმაა, რომელიც 5 ულუფად უნდა დაყოთ. ხაჭოს შეგიძლიათ გაურიოთ ოხრახუში და ნიახური. ამასთანავე, არ დაგავიწყდეთ 1.5 ლიტრი წყლის დალევა.

ამოარჩიეთ 4 ვარიანტიდან თითო და მოიწყვეთ განტვირთვის დღე კვირაში ერთხელ. დამტკიცებულია, რომ განტვირთვის დღეები არა მარტო გახდომას, არამედ ორგანიზმის გაჯანსაღებას უწყობს ხელს და არ დაგავიწყდეთ, გაგვიზიაროთ დაკლებული კილოგრამები.

წყარო:sovkusom