კიტრის განტვირთვის დღე და მინუს 2 კგ ( 4 რეცეპტი)

კიტრის განტვირთვის დღე და მინუს 2 კგ ( 4 რეცეპტი)
კიტრი ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ბოსტნეულია გასახდომად. ყველაფერი კი მის შემადგენლობაში არსებული 95% სითხის მეშვეობით და არარეალურად დაბალკალორიულობის წყალობით მიიღწევა. ჩვეულებრივი მწვანე ხორკლიანი კიტრი ორგანულ მჟავასა და ვიტამინებს შეიცავს. მასზე დაფუძნებით შემუშავებულია არაერთი სპეციალური დიეტა.
разгрузочный день
კიტრის დიეტა გახდომისას ხელს უწყობს ორგანიზმიდან ზედმეტი შლაკებისა და ტოქსინების გამოდევნას, უზრუნველყოფს იოდის დღიურ ნორმას, თირკმელებში კენჭის გაჩენის რისკს ამცირებს და აჩქარებს მეტაბოლიზმს. თუმცა, როცა გადაწყვეტთ რამდენიმე კილოგრამის დაკლებას, არ ღირს ერთ დღეზე მეტ ხანს კიტრის დიეტის დაცვა.
диета на огурцах

რამდენად შესაძლებელია გახდომა?

გავავლოთ პარალელი
კიტრის დიეტასა და სხვა განტვირთვის დღეებს შორის. როგორც წესი, დიეტების მენიუ არა მარტო მწვანე ბოსტნეულისგან, არამედ კიდევ სხვა პროდუქტებისგან შედგება, როგორიცაა ხორცი და თევზი. ის გაძლევთ საშუალებას, დღეში 1 კგ-მდე დაიკლოთ. ჯამში 7-10 დღეში 7-8 კილოგრამს დაემშვიდობებით.
огурцы для похудения
განტვირთვის დღე გამორიცხავს ხორცსა და თევზს. ერთადერთი, რაც ტანდემში ერწყმის კიტრს, რძის პროდუქტია, კიდევ ერთი ბოსტნეული ან ხილი. ასეთი მიდგომა მეორე დღეს 1.5-2 კილოგრამს მოგაცილებთ.
огуречная диета для похудения

კიტრის განტვირთვის დღის 4 ვარიანტი
как похудеть за один день

  1. მოამზადეთ კიტრის და პომიდვრის სალათა, შეკმაზეთ მხოლოდ ზეითუნის ზეთით. არ გამოიყენოთ სანელებლები და მარილი. დღიური რაციონი უნდა შედგებოდეს საკვების 4-ჯერ მიღებისაგან. ამავდროულად, არ უნდა აღემატებოდეს 150 გრამს.
  2. ეს ვარიანტი განტვირთვის დღისთვის არა მარტო კიტრს, არამედ ვაშლსაც მოიცავს გასახდომად. დღის განმავლობაში გამოიყენეთ 1 კგ ვაშლი და 1 კგ კიტრი კანის გარეშე. ამ პროდუქტების მეშვეობით მოამზადეთ სალათა და შეკმაზეთ ნატურალური იოგურტით. გაყავით 5-6 ულუფად.
  3. კეფირისა და კიტრის განტვირთვის დღე ყველაზე პოპულარულად ითვლება. 1 კგ კიტრი 5 ულუფად დაყავით. საკვების მიღებამდე მიირთვით წყალი და კეფირი. საერთო მოცულობა დღეში 1 ლ კეფირი და 1.5 ლიტრი წყალი.
  4. დაუმატეთ 1.5 კგ კიტრს 0.5 კგ მსუბუქი ხაჭო. ეს თქვენი დღიური ნორმაა, რომელიც 5 ულუფად უნდა დაყოთ. ხაჭოს შეგიძლიათ გაურიოთ ოხრახუში და ნიახური. ამასთანავე, არ დაგავიწყდეთ 1.5 ლიტრი წყლის დალევა.
польза огурцов
ამოარჩიეთ 4 ვარიანტიდან თითო და მოიწყვეთ განტვირთვის დღე კვირაში ერთხელ. დამტკიცებულია, რომ განტვირთვის დღეები არა მარტო გახდომას, არამედ ორგანიზმის გაჯანსაღებას უწყობს ხელს და არ დაგავიწყდეთ, გაგვიზიაროთ დაკლებული კილოგრამები.
как быстро похудеть
წყარო:sovkusom
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 3 /
ეთო
კვირაში მხოლოდ 1 დღეოოო
23:33 / 02-07-2019
გამოხმაურება / 0 /
ნანო
კვირაში რამდენჯერ მოვიწყოთ ეს განტვირთვის დღე.გასაგებად დაწერეთ
13:09 / 26-06-2019
გამოხმაურება / 0 /
ყველა კომენტარი
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31