რამდენიმე თვის წინ ჩავატარე გამოკითხვა, რადგან ძალიან მაინტერესებდა, რას ფიქრობდნენ ქართველი ქალბატონები ერთ-ერთ ყველაზე პრობლემურ თემაზე.
საკმაოდ ბევრი პასუხი მივიღე, რომელიც გადავწყვიტე, რომ ახლა გაგიზიაროთ. თქვენ განსაჯეთ, რამდენად ეფექტურ და უსაფრთხო ქცევაზეა საუბარი, თუმცა მე ვფიქრობ, რომ მათ სურთ, საკუთარი გამოცდილება დადებითი კუთხით გაგვიზიარონ.
ონლაინსივრცე სჯა-ბაასის ადგილი რომ არის, ეს რა ხანია ვიცით, ახლა კი ვნახოთ, რა რჩევები მივიღეთ გამოცდილი ქალბატონებისგან, ვინც უკვე დიდი ხანია ცდილობს დაკლებას და არაერთი ხერხი მოსინჯა. გამოკითხული ქალბატონები საუბრობენ შედარებით უსაფრთხო დიეტებზე და გვაძლევენ რჩევას, როგორ დავიცვათ ჩვენი ორგანიზმი.
ერთ-ერთი ქალბატონი ამბობდა, რომ საჭიროა რამდენიმე დიეტა გამოსცადო, რომ უკეთ გაიგო, რომელი უფრო ეფექტური იქნება შენი ორგანიზმისთვის. თუმცა მე ბოლომდე არ ვეთანხმები, რადგან ამას ყველა ადამიანის ორგანიზმი ვერ გაუძლებს. არსებობენ ქალბატონები, ვისაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ და შესაძლოა, ისეთმა დიეტამ ავნოთ, რომელიც ყველგანაა აპრობირებული.
შემდეგი პასუხები უფრო კონკრეტული და მიზანმიმართული გახლდათ:
ახლა კი გთავაზობთ რჩევების გათვალისწინებით იმ დიეტას, რომელსაც ქართველმა ქალბატონებმა რეკომენდაცია გაუწიეს და შედარებით უსაფრთხოდ აღიარეს:
18-საათიანი დიეტა:
ორგანიზმი 18 საათის განმავლობაში შიმშილობს.
არ მიირთმევთ დილას 12-მდე და საღამოს 6 სთ-ის შემდეგ.
თუ დღის რეჟიმის გამო ვერ ახერხებთ ამ დიეტის ზუსტად დაცვას, უმჯობესია შუალედი შეცვალოთ:
მაგალითად, არ მიირთვათ 8-ის შემდეგ და შუადღის 2-მდე.
ან გვაქვს მეორე ვარიანტიც: 7 საათიდან შუადღის 1-მდე არ უნდა მიიღოთ საკვები.
დიეტის დაცვის პერიოდში (არ ვგულისხმობთ იმ შუალედს, როცა ჭამა არ შეიძლება)
შეგიძლიათ მიირთვათ ყველაფერი, თუმცა უნდა შეამციროთ ცხიმიანი საკვების და ცომეულის რაოდენობა.
მაგალითად, 1 ან 2 ნაჭერი პური დღეში (სასურველია შავი პური).
როგორც ამბობენ, ამ დიეტის წყალობით შემდეგში წონის შენარჩუნებაც უფრო მარტივია.
არ დაგავიწყდეთ: 18-საათიანი დიეტის დაცვა 1 თვეზე მეტ ხანს არ შეიძლება.
მიუხედავად იმისა, რომ ეს დიეტა შედარებით მსუბუქადაა მიჩნეული - ვისთვისაც არ შეიძლება ინტერვალური შიმშილი - ამასაც, როგორც სხვა ნებისმიერ დიეტას, უკუჩვენება შეიძლება ჰქონდეს.
ამიტომ ვიდრე საკუთარ სხეულზე ექსპერიმენტების ჩატარებას გადაწყვეტდეთ, უკეთესი იქნება, ჯერ კონსულტაცია ექიმთან გაიაროთ.