5 წესი, რომელიც ყველა დიეტის დროს უნდა დაიცვათ

5 წესი, რომელიც ყველა დიეტის დროს უნდა დაიცვათ
ალბათ, არ არსებობს ადამიანი, რომელიც ერთხელ მაინც არ ყოფილა დიეტაზე ან არ უფიქრია დიეტის დაცვა. დღეს მრავალნაირი დიეტა არსებობს, ზოგი დაბალანსებული დიეტის საშუალებით ცდილობს სასურველი წონის მიღწევას, ზოგი კი ცილოვან დიეტას ამჯობინებს. თუმცა არსებობს რამდენიმე მთავარი წესი, რომელიც ყველა დიეტის დროს უნდა დაიცვათ, თუ გსურთ, რომ სასურველ შედეგს მიაღწიოთ და მისი შენარჩუნება ხანგრძლივი დროის განმავლობაში შეძლოთ.

წესი #1

ჯასნაღი და ადეკვატური კვების რეჟიმი ცხოვრების წესად უნდა აქციოთ. 1 თვიანი ან თუნდაც 3 თვიანი პერიოდი სასურველ გრძელვადიან
შედეგს ვერ მოგიტანთ. თუ სასურველი კილოგრამების დაკლების შემდეგ კვების ძველ რეჟიმს დაუბრუნდებით, წონის მომატების ალბათობა მნიშვნელოვნად გაიზრდება. შეიძლება ორმაგიც კი მოიმატოთ.
კვების რეჟიმი კი შემდეგნაირად უნდა დაიცვათ. საკვებისა და წყლის მიღება დაყავით საათობრივად და ყოველდღიურად ერთსა და იმავე დროს მიირთვით საუზმე და ყოველი შემდგომი კვება. სასურველია თუ დღის განმავლობაში 5-ჯერ მიირთმევთ და 2 ლიტრ წყალს დალევთ.

წესი #2


უარი თქვით გაზიან სასმელსა და ალკოჰოლზე. გაზიანი სასმელი ბევრ შაქარს შეიცავს და დიეტურ კვებაში არანაირად არ ჯდება. მეორე მხრივ ის მოკლე პერიოდით გიკმაყოფილებთ წყურვილს და მალევე ისე გინდებათ საჭმელი და სასმელი.
რაც შეეხება ალკოჰოლს, ის დიდი რაოდენობით კალორიებს შეიცავს. მეორე მხრივ კი, ალკოჰოლი მადას ამძაფრებს.

წესი #3


დიეტა სულაც არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ საყვარელ კერძებზე უარი უნდა თქვათ. ამ დროს მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დღიური რაციონიდან ზედმეტი ცხიმი ამოიღოთ. აუცილებელია, რომ მიირთვათ უცხიმოდ, ორთქლზე მომზადებული კერძები. ამ მეთოდით მომზადებული საკვები მარტივი მოსანელებია, არ ამძიმებს ორგანიზმს და არ იწვევს გულძმარვას. უზეთო საკვების ჭამის შემდეგ მთელი დღე სიმსუბუქის და ამავდროულად, ნაყროვანების შეგრძნება გექნებათ. თუ სახლში ვერ ახერხებთ, ორთქლზე საკვების მომზადებას, შეგიძლიათ ის Mr.Cook-ის კაფეების ქსელში შეიძინოთ. კაფე მრავალნაირი დასახელების კერძს გთავაზობთ, რომელიც სასარგებლო და ადვილად მოსანელებია. სწორედ Mr.Cook-ია საქართველოში ის კვების ობიექტი, რომელიც ფართო საზოგადოებაში ჯანსაღი კვების დანერგვას ცდილობს.

წესი #4

მოერიდეთ ტკბილეულს. ტკბილეული დიდი რაოდენობით კალორიებს, სხვადასხვა სახის ცხიმს შეიცავს. განსაკუთრებით სახიფათოა კრემიანი ტკბილეული, რომელიც ყველაზე მეტად კალორიულია. თუმცა თუ ტკბილეულზე საბოლოოდ უარის თქმა გიჭირთ, ნატურალური ინგრედიენტებითა და ხილით დამზადებული ნამცხვარი შეგიძლიათ მიირთავთ. მაგალითად, Mr.Cook არაჟნისა და სეზონური ხილის ნამცხვარს გთავაზობთ.

წესი #5

დაკავდით სპორტული აქტივობით. თუ თქვენ ვერ ახერხებთ სპორტულ დარბაზში სიარულს, ეცადეთ ბევრი იაროთ ფეხით და სახლში თავად გააკეთოთ სხვადასხვა სახის ვარჯიში. ონლაინ სივრცეში ბევრი ვიდეო გაკვეთილი არსებობს, რომლებიც სახლის პირობებში ვარჯიშში დაგეხმარებათ. ძალიან ეფექტური იქნება, თუ დღის განმავლობაში თუნდაც 10 წუთით ატრიალებთ რგოლს ან იხტუნავებთ სახტუნაოზე. ეცადეთ ლიფტის ნაცვლად კიბეზე ფეხით იაროთ.
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
e87a93