ხშირად ისე ხდება, რომ სხეულის ფორმაში მოყვანის შედეგად
სასწორზე სასურველ წონას ნელ-ნელა უახლოვდებით, თუმცა სარკესთან მისული ამჩნევთ ცელულიტებს, რომელიც ბევრ კომპლექსს აჩენს.
ფორთოხლის ქერქის გაჩენა დაკავშირებულია ბევრ რამესთან: მჯდომარე რეჟიმი დღის განმავლობაში, გაზიანი სასმელების ხშირი მოხმარება, ცხიმიანი საკვები და ტკბილეული, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ თავიდან ვერ მოიცილებთ მათ.
რა თქმა უნდა, მოგიწევთ თავის ხელში აყვანა და კვების კონტროლი, აქტიური ცხოვრების წესის დაწყება და ნატურალური სკრაბების გამოყენება. შედეგიც არ დააყოვნებს. დასაწყისისთვის გეტყვით, თუ რომელ პროდუქტებზე მოგიწევთ უარის თქმა.
პროდუქტები, რომლებიც ცელულიტს აჩენს
შეეცადეთ, თქვენი მენიუდან ამოიღოთ თირკმელებისა და ნაღველისთვის მავნე პროდუქტები: ნაღების კარაქი, მარგარინი, მაიონეზი, შემწვარი ცხიმიანი ხორცი, ხორცპროდუქტები, რძის პროდუქტები ცხიმის დიდი შემცველობით, შებოლილი, კონსერვები, შაქრის შემცვლელები, კოფეინი, ტკბილეული, ცომეული, ალკოჰოლი, შავი ჩაი და გაზიანი სასმელები. დიახ, ჩამონათვალი საკმაოდ დიდია, თუმცა რას არ გააკეთებს ადამიანი სილამაზისთვის.
თქვენი კვების რაციონი გაამდიდრეთ ცოცხალი ხილითა და ბოსტნეულით, თაფლით. საუზმე შეგიძლიათ დაიწყოთ ფაფებით. ლანჩისთვის გამოდგება ნაკლებად ცხიმიანი რძის პროდუქტები და ნიგოზი.
ცელულიტის პირველი მოკავშირე - მარილია, რომელზეც თანდათან შეეცადეთ უარი თქვათ. მიირთვით სეზონური ხილი და 1,5-2 ლიტრი წყალი ყოველდღიურად.
აქვე ანტიცელულიტურ დიეტასაც გაგანდობთ, რომელიც მთელ თვეზეა გათვლილი. შედეგი ნელ-ნელა გექნებათ სახეზე, თუმცა ეს ცდად ნამდვილად ღირს. თვის ბოლოს თქვენი დამოკიდებულება სხეულისადმი ბევრად სასიკეთოდ გაიზრდება.
ანტიცელულიტური დიეტა მთელ თვეზე
მთელი თვის განმავლობაში აუცილებლად შეინარჩუნეთ ასეთი კვების რაციონი: კენტ რიცხვებში მიირთვით მხოლოდ უმი პროდუქტები: ხილი (ბანანის გარდა), ბოსტნეული, ხოლო ლუწ რიცხვებში დაამატეთ ფაფები (წიწიბურა, ბრინჯი, შვრია, ბურღულეული), რძის პროდუქტები, თევზი და თეთრი ხორცი, ხოლო ბოსტნეული უნდა გამოაცხოთ ან ორთქლზე მოამზადოთ.
- საუზმე: ხილი
- სამხარი: ნიგოზი
- სადილი: ბოსტნეულის სალათა ზეთისხილის ზეთით და ლიმონის წვენით. შეგიძლიათ მოაყაროთ ქუნჯუთი ან გოგრის მზესუმზირა.
- სამხარი: ნიგოზი
- ვახშამი: ხილის სალათა შეკმაზული თაფლით.
თუკი ეფექტის დაჩქარება გინდათ, რეკომენდებულია საჭმლის პარკების მეშვეობით პრობლემური ზონების შეფუთვა და სკრაბების გამოყენება. აქვე შეგახსენებთ, რომ ცელულიტი უვითარდებათ ყველაზე მეტად ჯდომითი რეჟიმის მქონე ადამიანებს. ამიტომ იმოძრავეთ ბევრი, ისეირნეთ სუფთა ჰაერზე და ყველაფერი გამოგივათ!
წყარო