ნუკი კოშკელიშვილი ჯერჯერობით ისევ თბილისში იმყოფება.
ის ოჯახთან ერთად დროს სხვადასხვა ადგილას ატარებს. ამჯერად ნუკიმ თავის "ინსტაგრამზე" ჩვეული პოსტი გამოაქვეყნა. სადაც ისაუბრა სერიოზულ პრობლემებზე, მაგალითად ცელულიტზე და ხაზი გაუსვა- რა პროცედურა ჩაიტარა მის მოსაშორებლად.
მივმართავ დედებს, რომლებმაც ახლა იმშობიარეს და ჰორმონების და ათასი მიზეზის გამო აქვთ ჭარბი წონა.
მოკლედ, ეს არის ჩემი გამოცდილება: იქამდე ვიდრე ჩემი შვილი ერთი წლის არ გახდა, ერთი კილოც არ მომშორებია.
ახლა პირველად დაიძრა ჩემი წონა და უკვე ისეთ ნიშნულზე ვარ, როგორზეც ფეხმძიმობამდე ვყოფილვარ. უბრალოდ, ამოიცნობთ ალბათ თქვენ თავს, წონა სულ სხვაგვარად ნაწილდება.
ყველას აქვს პრობლემური ზონები- ზოგისთვის ეს მუცელია, ზოგისთვის საჯდომი, ზოგისთვის ლოყები, ზურგი.. რა ვიცი, ათასი ზონა არსებობს.
ჩემი ნომ-პირველი პრობლემა იყო და არის, ბაყვები!!! და საოცარი, აიიიი საოცარი ცელიულიტი!!
ეს წონა ასეთი თვალში მოსახვედრი არ იქნებოდა, რომ არა უკიდეგანო ცელულიტური, თითქოს და 10000 წლის სხეული.
ეს ცელულიტი მაქვს ფეხებზე. ახლა რაც შეეხება ამასთან ბრძოლას... მე ვარჯიში არ შემიძლია!!!! ნუ აი არა და მომკალით.
არც მსიამოვნებს და არც მინდა (ვიცი ცუდი პროპაგანდაა, თუ შეგიძლიათ ივარჯიშეთ ამაზე კარგი ვერაფერი იქნება).
ამიტომ მე მოვიყინე ცხიმი.
საბოლოო შედეგი ერთ თვეში უნდა იყოს, მაგრამ ამ მოყინვამ მომიტანა არნახული შედეგი. აი არ ვიცი, სასწაული, ასეთი 16 წლის არ ვყოფილვარ. კიდევ უნდა გავიკეთო.
და მეორე, თუ გინდათ დაკლება უნდა დაიცვათ დიეტა, ნებისყოფაა საჭირო!!!
ახლა ამას ვწერ და თან საჭმელი შევუკვეთე. ნერვები რომ მეშლება ვჭამ, ახლა ვიჩხუბე და მშია. ნებისყოფა არ მივარგა ეტყობა. ეს დღეს, ხვალიდან ისევ გავაგრძელებ..
კიდევ მივედი ენდოკრინოლოგთან და მისმა დაწერილმა დიეტამ რომელზეც მეგონა ვერასდროს დავიკლებდი, რაღაც არაამქვეყნიური შედეგი გამოიტანა. ეს იყო რამაც ჩემი წონა დაძრა. აქ დაწერას აზრი არ აქვს, ინდივიდუალურია. მოგცემთ ნომერს თუ გინდათ. სულ ვჭამ და ვიკლებ. უბრალოდ დედები გამიგებენ, ისედაც ნევროზი გაქვს პოსტ.მშობიარობის და კიდევ ერთი მცირე ბიძგი გინდა, რომ დიეტა დაარღვიო.
პ.ს მოკლედ ჩამოვედი თბილისში ეს სადღაც ერთი თვის წინ და შემხვდა ჩემი ბავშვობის მეგობარი: კარგად გამოიყურებიო (ზრდილობის გამო მითხრა). მე ვუთხარი, უი რას ამბობ ახლა რომ ვიმშობიარე წონა მაქვს ზედმეტი თქო და უცბად მეუბნება:
-"უი, შენ მეორე გააჩინე?” -არა ის ერთი რომ გავაჩინე მაგაზე გეუბნები
-მერე ის ერთი უკვე ერთი წლის არის და რაღა დროის წონაა-ო".
გამომწერებისთვის ეს პოსტი დისკუსიის საგნად ისევ იქცა და სწორედ ასეთი კომენტარები მოჰყვა:
"ორი დღის წინ დაგინახე ბათუმში, გავოცდი სასწაულად დასუსტებულხარ. დარწმუნებული ვარ, რომ სასურველ შედეგამდე სულ ცოტა დაგრჩა",
"წარმატებები ნუკი, თქვენ ისედაც კარგად გამოიყურებით",
"ნუკი, შენში ყველაზე მეტად გულწრფელობა მომწონს და კიდევ ის ვითომ მეგობარი უნდა მოგესვა მის ადგილზე. პირფერები ამასაც რომ ლაპარაკობენ და იმასაც"..