ფიტნესი „ქვედა სართულისთვის“ - როგორ უნდა შესრულდეს სწორად კეგელის ვარჯიშები? - Marao

ფიტნესი „ქვედა სართულისთვის“ - როგორ უნდა შესრულდეს სწორად კეგელის ვარჯიშები?

2020-08-22 08:25:04+04:00


ჩვეულებრივ, სპორტული ვარჯიშისას ტვირთავ ხელებს, ფეხებს, წელს... თუმცა აუცილებელია გაამაგრო ინტიმური კუნთებიც, რომლის შესახებაც ბევრი ივიწყებს. კეგელის ვარჯიშები - ეს ის კომბინაციაა, რომელზეც გაგონილი გექნებათ, თუმცა, დიდი ალბათობით, არ შეგისრულებიათ.

Image result for упражнения Кегеля

„მარაო“ გიზიარებთ, თუ რა უნდა იცოდეთ სწორად შესრულებისას და საერთოდ რა არის ეს?

Related image

კეგელის ვარჯიშები - ეს არის მეთოდი ინტიმური კუნთების გასამაგრებლად, რაც უფრო ხშირად ტვირთავთ ამ კუნთებს, უფრო ძლიერი ხდება თანდათან.

რა არის ამ ვარჯიშების უპირატესობა?

  • პირველ რიგში, ისინი გვეხმარებიან გავავარჯიშოთ კუნთები, რომლებიც მოსუსტებულია ორსულობისა და მშობიარობის შემდგომ. ამასთანავე, სასარგებლოა მათთვის, ვისაც უნებლიე შეუკავებლობა აღენიშნება (მაგალითად, დაცემინების ან სიცილის დროს), მაგრამ არის კიდევ ერთი ასპექტი...

აუმჯობესებს ორგანიზმს?

  • რა თქმა უნდა! ეს არის ინტიმური კუნთების შემცირება და თუკი კარგ ფორმაში იქნებიან, შეგრძნებებიც შესაბამისად სასიამოვნოა. სწორედ ამიტომ, კეგელის ვარჯიშები აუცილებლად რეკომენდებულია ქალებისთვის 40 წლიდან, რომლებმაც შენიშნეს, რომ მათი ორგანიზმი უფრო მოდუნებულია, ვიდრე ახალგაზრდობისას.

როგორ შევასრულოთ სწორად?

იპოვე აუცილებელი კუნთები!

Image result for упражнения Кегеля gif

  • ბიცეფსებისგან განსხვავებით, ინტიმ-კუნთების პოვნა არცთუ ისე მარტივი ამბავია. მოსახერხებელი მეთოდია: საპირფარეშოში ყოფნისას, მოშარდვის პროცესი შეწყვიტე. იგრძენი დაჭიმულობა? სწორედ ეს არის ის კუნთი! მნიშვნელოვანი მომენტი: ასეთ მდგომარეობაში კეგელის ვარჯიშების ჩატარება არ შეიძლება, ვინაიდან გაჩნდება შარდის ბუშტთან დაკავშირებული პრობლემები.

დაჭიმე ისინი

Image result for упражнения Кегеля gif

  • იმისათვის, რომ დარწმუნდე, რამდენად სწორად აკეთებ, უნდა მოათავსო თითები საშოში და მოუჭირო ამ კუნთების მეშვეობით.

არ მოდუნდე საკმაოდ სწრაფად

  • კუნთების დაჭიმულ მდგომარეობაში შეკავება 5-10 წამით არის რეკომენდებული, შემდგომ მოეშვი 3 წამით.

ეს ჩვევად აქციე

Related image

  • 3 ვარჯიში 10-ჯერ დღეში სრულიად საკმარისია. განსხვავებას რამდენიმე თვეში იგრძნობ. სამაგიეროდ, კეგელის ვარჯიშის ჩატარება ნებისმიერ დროსა და ადგილას შეგიძლია, რაც გაგიმარტივებს ვარჯიშის დროის უქონლობის მომენტს.
Image result for упражнения Кегеля gif

ყველას სჭირდება ეს?

Related image

  • თუკი არ გაქვს პრობლემა საპირფარეშოში სიარულის დროსაც კი, არც ორგანიზმში აგეღნიშნება მსგავსი პრობლემები, ამ შემთხვევაშიც კი გიღირს ინტიმ-კუნთების გავარჯისება! გამონაკლისია - ვაგინიზმი, ტკივილი მუცლის ქვემოთ.
Related image

წყარო