მაშ ასე, გადაწყვიტე, დაიკლო რამდენიმე კილოგრამი? დაიწყე სპორტდარბაზში სიარული, სწორი კვება, მაგრამ რატომღაც შედეგი არ ჩანს? პანიკის გარეშე!
გთავაზობთ რამდენიმე მიზეზს, თუ რატომ ვერ იკლებთ წონაში.
1. შენ ძალიან მიეჩვიე სასწორზე დგომას
ნუ მიაქცევ ყურადღებას ციფრებს, რომლებიც სასწორზეა — ის ნამდვილად არ არის მთავარი. დააკვირდი ტანისამოსს, რომელიც გაცვია, ხომ არ გაგიდიდდა? რამდენს გაძლევს ფიზიკური დატვირთვა? ბოლოს და ბოლოს, სტრესიც ნაკლებია. სასწორი კი მხოლოდ ციფრებია, მეტი არაფერი.
2. შენ ჭამ იმაზე მეტს, ვიდრე წვავ
ასეც ხდება. თუ აქამდე არ იყავი სპორტით დაკავებული და ახლა დაიწყე, ვარჯიშმა იცის მადის მომატება. ეცადე, დაარეგულირო ეს ამბავი.
3. რაღაც გიშლის ხელს
თუ სწორად იკვებები, ვარჯიშობ და ვერ იკლებ, მაშინ პრობლემა სხვა რამეშია. მიმართე ექიმს.
4. ჭამ ვარჯიშის წინ
არ გააკეთო ასე. რეკომენდებულია ჯანსაღი საკვების მიღება ვარჯიშის წინ 2 საათით ადრე და არა ვარჯიშამდე 30 წუთით ადრე. მაშინ შენ დაწვავ იმ ნაჭამ საჭმელს და არა ზედმეტ კალორიას.
5. შენ იღებ ბევრ ცილას და ნახშირწყალს
ეს ყველაფერი აუცილებელია ვარჯიშისთვის, მაგრამ არა გადაჭარბებული რაოდენობით.
6. სვამ ცოტა წყალს
ყველაზე გავრცელებული შეცდომა! ისწავლე ბევრი წყლის დალევა, ეს აუცილებელია ორგანიზმისთვის, მაგრამ ნუ გადააჭარბებ. დალიე დღის პირველ ნახევარში 5 საათამდე სადღაც ორ ლიტრამდე წყალი.
7. არასწორად ვარჯიშობ
ერთი დღე გადაჭარბებულად ბევრს ვარჯიშობ, მერე კი ორი დღე - არა. ეს ორგანიზმისთვის სტრესია. სასურველია, ივარჯიშო ყოველდღე და ზომიერად.
თათა შენგელია
წყარო