ცოტ ხნის წინ მოდელმა და ტელეწამყვანმა თავის "ინსტაგრამზე" დააანონსა, რომ გამომწერებს გაუმხელდა როგორ მიაღწია სასურველ ნიშნულს. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ნუკიმ მასაჟებსა და ცელულიტის მოყინვის პროცედურასაც მიმართა.
მოდელმა ქალბატონებს ურჩია კონკრეტული პიროვნებაც, ვინც მას სპეციალური რაციონი შეურჩია. ასევე აღნიშნა, რომ კარგი იქნება თუ ქალბატონები თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით გაარკვევენ რომელი რაციონი სჭირდებათ.
აქვე აღნიშნა ისიც, რომ წონაში დასაკლებად მისი მეუღლეც მივიდა, რომელსაც განსხვავებული რაციონი დაუნიშნეს, რადგან ანალიზების მიხედვით ბევრი რამ განისაზღვრება.
აი რას წერს ნუკი, ამავდროულად თავის რეცეპტს გვიმხელს, რომელიც გამოსცადა და წარმატებით დაიკლო.
"პირდაპირ გეუბნებით, სასწაულები არ ხდება, უნდა მართლა გქონდეს ნებისყოფა, რომ შედეგი მიიღო. მე ყველა დიეტა ვცადე რაც კი არსებობს და არაფერს მაძლევდა.
მივედი დიეტოლოგთან და მას შემდეგ დაიძრა ჩემი საქმე. თავიდან ადვილია მერე უფრო და უფრო რთულდება. მე კიდევ ძალიან მაგრად მომიხდა ეს მოყინვა და ანტიცელულიტური მასაჟი. მე საერთოდ ძალიან თონთლო ვარ წელს ქვემოთ და ცელულიტიანი, ხოდა ამ მასაჟებმა ამილაგა ყველაფერი.
დაგიწერთ მე რა დამიწერა ლაშამ და თუ გინდათ დაიცავით, თუმცა გირჩევთ მიხვიდეთ და თქვენთვის პერსონალურ პროგრამას შეგირჩევთ".
- პირველი ათი დღე:
- დილას
- 10 სთზე 100 გ. ხაჭო + 150 გრ ხილი
- 1 საათზე ერთი კვერცხი+ ყველი + 200 გრ ბოსტნეული
- 4 საათზე მოხარშული ხორცი 150 გრ + ბოსტნეულის სუპი
- 7 საათზე 1 ნაჭერი ყველი + ორი კიტრი
- 9 საათზე 300 გრ კეფირი
- ყველაფერი უმარილოდ და უშაქროთ. - ეს პირველი 10 დღე
- მერე
- 10- 1 ც იოგურტი
- 13- 300 გრ ხილი
- 16- 150 გრ ხორცი, 1 ნაჭერი ყველი, 2 ც კიტრი
- 19- 250 გრ ბოსტნეულის სალათი
- 21- 300 მლ კეფირი
- ყველაფერი უშაქროდ და უმარილოდ, დღის განმავლობაში მინიმუმ 2 ლიტრი წყალი - ეს შემდეგი 10 დღე
- მერე
- 10- 1 ც კიტრი, ერთი ნაჭერი ყველი
- 13- 200 გრ ხაჭო
- 16 - 150 გრ ხორცი, 1 ც კიტრი, 1 ც პომიდორი
- 19- 250 გრ ბოსტნეული და 2ც კიტრი - ესეც 10 დღე
- და ბოლოს
- 1-3 დღე - 0,5 ლიტრი მაწონი, 200 გრ ხაჭო, 1 ც კვერცხი, 200 გრ ხორცი, 0,5 ლიტრი კეფირი
- 4-6 დღე - 0,5 ლიტრი მაწონი და 1,5 კგ ბოსტნეული
- 7-9 დღე - 0,5 ლიტრი მაწონი და 1,5 კგ ხილი
"მე გირჩევთ ლაშასთან მისვლას, იმიტომ რომ ჩემს მეგობრებს სულ სხვა დაუწერა და მაგრად დაიკლეს. სისხლზეა, ანალიზებზეა. მოკლედ მიდით, თუ მართლა გინდათ დაკლება მიდით. უბრალოდ უნდა დაიცვათ რასაც დაგიწერთ. პლიუს მე მომეწონა რომ მეკითხებოდა აბა ეს პროდუქტი თუ ეს, არაფერს გიწერს რაც გეზიზღება. ამ დროს ჩემ ქმარს სულ პურები დაუნიშნა. მე ალკოჰოლი ამიკრძალა, ჩემ ქმარს ღვინო წითელი შეიძლებაო. მოკლედ, არ ვარეკლამებ. უბრალოდ გირჩევთ ლაშა უჩავასთან მიხვიდეთ".