დაკლება კამათის თანხლებით: როგორ დაიკლო ამერიკელმა ქალმა კეტოდიეტით 40 კგ ერთ წელიწადში

დაკლება კამათის თანხლებით: როგორ დაიკლო ამერიკელმა ქალმა კეტოდიეტით 40 კგ ერთ წელიწადში
დღეს კეტოდიეტით ბევრი ადამიანია დაინტერესებული. მე მასზე ინფორმაცია მოვიძიე და გეტყვით, რომ კეტოდიეტა დაბალნახშირწყლოვანი დიეტაა.
მისი დაცვისას სხეულში ეფექტურად იწვება ზედმეტი ცხიმები. კეტოდიეტის დაცვის შედეგად უამრავმა ადამიანმა გამოსცადა საკუთარ თავზე წონის კლება, ჯანმრთელობის გაუარესება და შრომისუნარიანობის დაქვეითებაც. ინტერნეტში უამრავი სტატია გამოქვეყნდა, თუ რომელი პროდუქტები უნდა მივიღოთ და რომელი კერძები უნდა მოვამზადოთ, რათა დიეტა უფრო ეფექტური იყოს.
ახლა კი მოგითხრობთ იმის შესახებ, რა წარმატება ხვდა ქალბატონს, რომელიც ქმარმა მიატოვა. მან იმ ყველაფერს მიაღწია, რაც სურდა.
ისე გამოვიდა,
რომ ამ ქალბატონმა ქმრისგან ერთგვარი გამოწვევა მიიღო.

2017 წლის ივნისში ამერიკელი კელი რიჩი მეუღლეს წაეჩხუბა. ის მაშინ 95 კილოგრამს იწონიდა.


მან და მისმა მეუღლემ დიეტა ერთდროულად დაიწყეს. ქმარმა 4 კილოგრამის დაკლების შემდეგ დიეტა აღარ დაიცვა, კელიმ კი პირიქით, გადაწყვიტა, რომ გაეგრძელებინა. ის ეცნობოდა სხვადასხვა რეცეპტს, რომელიც კეტოდიეტას ეხებოდა. სურდა მიეღწია სასურველი ნიშნულისთვის და მოეპოვებინა კეტოზი.
წყვილის ჩხუბი სწორედ წონაში კლებასთან იყო დაკავშირებული. კელიმ მოგვიანებით შემდეგი განცხადება გააკეთა: "იმდენად მომეწონა ორგანიზმში მომხდარი ცვლილებები, რომ ასე მარტივად ქმრის  მოწოდების გამო ამ ყველაფერს შუა გზაზე თავს არ დავანებებდი".


კეტოზი - არის ცხიმების წვა ნახშირწყლების მაგივრად. ის, ვინც დიეტას იცავს - ღებულობს 75-90% კალორიას ცხიმებიდან, 2-5%-ს კი - ნახშირწყლებიდან.
2018 წლის მონაცემებით, კელიმ 55 კგ-მდე დაიკლო და წონას უკვე 1 წელია ინარჩუნებს.
უმნიშვნელოვანესია რაციონის თემა: მიირთმევს ყველს, ქათამს, ხორცს, ხილს.
კელი ყურადღებას აქცევს კვების რაციონს და ცდილობს, რომ ისეთი პროდუქტები გამორიცხოს რაც კეტოდიეტას ეწინააღმდეგება.

რაც შეეხება აქტივობებს, დაკავებულია სპორტით და ბავშვებთან თამაშზეც უარს არასდროს ამბობს.
აღსანიშნავია ისიც, რომ კელიმ რაციონიდან შაქარი რა ხანია საერთოდ გამორიცხა. ამბობს, რომ კმაყოფილია და შიმშილის გრძნობა ფაქტობრივად აღარ აქვს.
მისი მეუღლე კი აცხადებს, რომ ამ საქმიანობაში არ მიბაძავს და ამ დიეტის მომხრე სულაც არაა. ფაქტია, კამათის მიუხედავად, მშვენიერმა ქალბატონმა საკუთარ მიზნებზე უარი არ თქვა და შედეგიც სახეზეა.
იმისთვის, რომ კეტოდიეტა დაიცვათ და ამავდროულად, ჯანმრთელობას საფრთხე არ შუქმნათ, საჭიროა იცოდეთ თქვენი ანალიზები და რეკომენდაციებიც გაითვალისწინოთ.



FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
e87a93