ჰოლივუდელი ქალბატონები მუდმივად ფორმაში უნდა იყვნენ, ამიტომ იძულებულები არიან, რომ დიეტა სწორად შეარჩიონ.
ბევრი მათგანი წონასთან დაკავშირებული პრობლემების გამო როლზეც არ აჰყავთ.
შესაბამისად დიდი გამოცდილება დაუგროვდათ, თუ როგორ უშველონ საკუთარ სხეულს.
ნიკოლ კიდმანი:
"აუცილებელია, რომ ორგანიზმიდან შლაკები გამოვდევნოთ.
ამისთვის საჭიროა, რომ სამი დღის მანძილზე საკვები ფაქტობრივად არ მივიღოთ. სამაგიეროდ ეს ყველაფერი უნდა ავინაზღაუროთ სითხის მიღებით.
სითხის მიღება დაგვეხმარება იმაში, რომ ორგანიზმი არ გამოიფიტოს. მსგავსი ტიპის დიეტის დაცვა წელიწადში მხოლოდ რამდენჯერმე შეიძლება.
ასეთი ექსპერიმენტები ხშირად არ უნდა ჩავატაროთ.
დიეტის დაცვის შემდგომ რეჟიმში უნდა ჩავდგეთ.
დავიწყოთ თავისუფალი, ჯანსაღი საკვების მიღება.
(დაივიწყეთ ყავა, შავი ჩაი, ალკოჰოლი, გაზიანი სასმელები,
შაქარი და მარილი)
ამგვარი ქცევით თქვენი კანიც გაახალგაზრდავდება და ჯანმრთელობა გაგიუმჯობესდებათ.
შეხსენება: ამ დიეტას სამ დღეზე მეტ ხანს ნუ გააგრძელებთ.
ჯენიფერ ენისტონი:
„ მე პრაქტიკაში ვიყენებ ე.წ „საბავშვო დიეტას“.
პირველ რიგში ჩემი დიეტის მთავარი საიდუმლო ისაა, რომ ვიხარშავ საბავშვო ფაფებს და ვიმზადებ ბოსტნეულისა და ხორცის პიურეებს.
დღის მანძილზე მხოლოდ ამ საკვებს მივირთმევ. ისინი არ შეიცავენ მარილს, შაქარსა და წიწაკას. ამგვარი საკვები აუმჯობესებს საჭმლის მონელებას და ორგანიზმს ტოქსინების გამოდევნაშიც ეხმარება.
საბავშვო საკვები სწორედ რომ მისწრებაა, მაშინ, როცა სხვადასხვა დიეტების საშუალებით შესაძლოა ჯანმრთელობა დავიზიანოთ.
„საბავშვო დიეტა“ საჭიროა ერთი თვის მანძილზე დაიცვათ.
ამის შემდეგ კი თქვენ შეგიძლიათ თავს მისცეთ უგემრიელესი ჩიზქეიქის მირთმევის უფლებაც. ოღონდ მხოლოდ ერთი ნაჭერი!“. - გვირჩევს ჯენიფერი.
შაკირას დიეტა (ვიმეორებთ იგივეს 2 კვირის მანძილზე)
1. საუზმე: ფორთოხლის ან გრეიპფრუტის წვენი, ნესვის ნაჭერი, ტოსტის პური უცხიმო ხაჭოსთან ერთად, რძიანი ჩაი.
2. სამხარი: 2 კივი ან ატამი, ერთი ჭიქა უცხიმო იოგურტი.
3. სადილი: ბოსტნეულის სალათა პომიდვრითა და ისპანახით, ზეთისხილის ზეთთან ერთად, სპაგეტი ბოსტნეულთან ან სტეიკთან ერთად გამომცხვარი გრილზე; ხილის სალათა, ნატურალური იოგურტი ან ტომატის წვენი უცხიმო ყველთან ერთად.
4. ვახშამი: ბოსტნეულის სუპი, ბროკოლი ტომატით, ხილის სალათა.
თუ შაკირას დიეტის დაცვას გადაწყვეტთ, უნდა გამორიცხოთ ტკბილეული, ალკოჰოლური სასმელები და ყავა.
გისურვებთ წარმატებებს.