ბრძოლა ზედმეტ კილოგრამებთან - ყოველთვის წარმატებული არ არის და ეს სხვადასხვა მიზეზის გამო ხდება.
ახლახან დიეტოლოგებმა დაასახელეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი.
აღმოჩნდა, რომ ორგანიზმი სწრაფად რეაგირებს საკვების ზომიერად მიღების დროს, ნელა კი მაშინ, როცა ზედმეტ საკვებს მივირთმევთ.
და რა საშიშროება გელოდებათ?
- ის, რომ როდესაც მადის კონტროლს ვეღარ ვახერხებთ და შიმშილის დაუოკებელი გრძნობა გვაქვს, დიეტის დაცვა გვიჭირს, რაც უკვე ბევრმა აღნიშნა.
ადამიანები ვერ ამჩნევენ იმას, რომ მაგალითად: შვებულების დროს იმაზე მეტს მიირთმევენ, ვიდრე მანამდე, ან მიდიან რესტორანში და ერთხელ ჭამით მთელი დღის კალორიებს ღებულობენ.
- ადამიანის ორგანიზმი ძალიან სწრაფად რეაგირებს იმ შემთხვევის დროს - თუ მას რაციონი შეუზღუდეს.
- ის უკვე ვეღარ ამჩნევს, რომ 500 ან 1000 კალორიით მეტი მიირთვა, ვიდრე მისი ჩვეულებრივი ნორმაა.
რატომ აკეთებს ამას?
- მეცნიერებმა ჩაატარეს კვლევები და გამოიკვლიეს 150 ადამიანი. კვლევა ეხებოდა მათ, ვინც რეგულარულად ნორმაზე მეტს მიირთმევდა და მადის დაქვეითებას არ უჩიოდა.
კვლევების პასუხი კი შემდეგი გახლავთ: მიზეზი ევოლუციაშია.
ჩვენი წინაპრები ძველად ცხოვრობდნენ ისეთ პირობებში, რომ ხშირად აკლდათ საჭმელი.
თუ ბევრი საკვები აღმოაჩნდებოდათ, ეს ნიშნავდა, რომ დიდხანს იცოცხლებდნენ და ენერგიის მარაგიც ექნებოდათ.
- ამიტომ გავითვალისწინოთ, რომ თუ რესტორანში რამე მნიშვნელოვანს აღნიშნავთ, ყველაფერი ერთად არ მიირთვათ.
გამოსავალი არც ისე რთულად გამოიყურება. აირჩიეთ ყველაზე გემრიელი საკვები და მიირთვით მცირე ულუფა.
შვებულების დროს ეცადეთ, რომ შვედურ მაგიდას არ მიადგეთ და ისე ჭამა არ დაიწყოთ, თითქოს დამშეული ხართ. აირჩიეთ, რისი გასინჯვაც გსურთ.
გისურვებთ წარმატებებს.
წყარო:cosmo.ru