ნელა ჭამა - ეს ნიშნავს:
- ღეჭოთ დიდხანს
- მიიღოთ სიამოვნება
- ურთიერთობა
- პაუზები ლუკმებს შორის
- დანაყრება
- დაბოლოს, გაიხსენეთ ძველი სიბრძნე: ვინც დიდხანს ღეჭავს, დიდხანს ცოცხლობს.
რას გვაძლევს 20 წუთის წესი
სწრაფი ჭამა, გადარბენაზე, დიდ ზიანს აყენებს ჩვენს ორგანიზმს. ადამიანების უმეტესობა იმიტომ იმატებს წონაში, რომყველას მოგვწონს ფრანგი ქალების მოხდენილობა და მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ფრანგი ქალი ერთი ულუფის ჭამას უფრო დიდ დროს ანდომებს, ვიდრე ამერიკელი. ამასთანავე, თუ სწრაფად შეჭამთ, 20 წუთში ორჯერ და შეიძლება სამჯერ მეტიც შეჭამოთ.
დღეიდან დაიცავით წესი, 20 წუთი ჭამთ (უმჯობესია, 25), მაგრამ ეს რამდენიმე დღის შემდეგ.
იაპონელმა მეცნიერებმა 4700 ადამიანი გამოიკვლიეს. მათი დასკვნა ასეთია: ქალბატონი, რომლის სიმაღლეც 168,3 სანტიმეტრია და 64,8 კილოს იწონის, სწრაფად მირთმევის დროს საშუალოდ 4 კილოს იმატებს; თუ ნელა ჭამს, ნორმაზე 3 კილოზე ნაკლებს იწონის.
გარდა წონის მომატებისა, თუ სწრაფად ჭამთ, შეიძლება დიაბეტის განვითარების საფრთხეშიც აღმოჩნდეთ.
ჭამამდე დალიეთ წყალი, დაიმშვიდეთ თავი, რომ განერვიულებულმა ბევრი არ შეჭამოთ, გაიარ-გამოიარეთ. ეცადეთ, დანის დახმარებით ჭამოთ. თითოეული პროდუქტი დაჭერით პატარა ზომებად. პური არ ჩაკბიჩოთ, არამედ ჭამის დროს პატარა ნაჭერი ჩამოატეხეთ. ყოველი ლუკმის გადაყლაპვის შემდეგ ჩაისუნთქეთ-ამოისუნთქეთ. მიიღეთ სიამოვნება იმ კერძისგან, რომელსაც მიირთმევთ, დასუნეთ საკვები, პირში დააკვირდით გემოების შეხამებას. ასე დროსაც გაწელავთ, ნაკლებსაც შეჭამთ, წონაშიც დაიკლებთ და ჯანმრთელიც იქნებით.
წყარო