"გაგიმხელთ, როგორ შევძელი ჩიყვთან გამკლავება და გახდომა"- ნატალის გამოცდილება

"გაგიმხელთ, როგორ შევძელი ჩიყვთან გამკლავება და გახდომა"- ნატალის გამოცდილება
ალბათ გეცოდინებათ, რომ ყველა ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა განსხვავებულია და ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება.
შესაბამისად, ადამიანების უმრავლესობა იძულებულია, რომ საკუთარი ცხოვრების წესი შეცვალოს, რათა თავი უკეთესად იგრძნონ.
ახლა კი გავიგოთ, როგორ მოახერხა ორი შვილის დედამ- სახელად ნატალიმ პრობლემებთან გამკლავება და წონაში დაკლება.
  • პრობლემის აღმოჩენა
"მოგესალმებით. მე მქვია ნატალი და 27 წლის ვარ. ვსწავლობ უნივერსიტეტში, სადაც დღისით დავდივარ. ვზრდი 2 ბავშვს და აიდაჰოს შატატში ვცხოვრობ. ნახევარ წელიწადში ზუსტად 12 კგ
დავიკელი. 75 კგ-დან 63-კგმდე ჩამოვედი. 48 ზომა ტანსაცმელს ვიცვამდი და ახლა უკვე 44 ზომასაც მშვენივრად ვირგებ.
არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ ჩემი ჯანმრთელობაც საგრძნობლად გაუმჯობესდა.

აი, როგორ გამომივიდა ეს ყოველივე.
მე ყოველთვის მომწონდა სირბილი, მაგრამ როცა მეორედ დავრჩი ფეხმძიმედ, ყველაფერი შეიცვალა.
საკმაოდ მოვიმატე მშობიარობის შემდეგაც და ზედმეტ კილოგრამებს ვერაფერს ვშველიდი.
რამდენიმე თვეა, რაც დავადგინე, რომ ჩიყვი მაქვს.
თავდაპირველად რა სიმპტომებიც მქონდა, ეს იყო დაღლილობის შეგრძნება და წონაში სწრაფად მატება.


რაც არ უნდა მეღონა, წონაში ვერ ვიკლებდი. ახალმა ენდოკრინოლოგმა კეტოდიეტა მირჩია.
გადავწყვიტე მეცადა და ცდამ ნამდვილად გაამართლა.
ენერგია მომემატა და აღარანაირ ტაბლეტებს აღარ ვსვამდი. ყველაფერი კონტროლის ქვეშ უნდა იყოს, სხვაგვარად დაკლებას ვერ შევძლებთ.
გაგაცნობთ ჩემ რეჟიმს, რომელსაც ყოველდღე მივყვები:
8 საათს ვუთმობ კვებას,
16 საათი საკვებზე უარს ვამბობ. ამ დიეტას სამუშაო დღეებში ვიცავ.
  • საუზმე: ჩაი, ან უშაქრო ყავა
  • სადილი: ხილი (მაქსიმალურად ბევრი, რომ სისუსტემ არ შემოგიტიოთ)
  • ვახშამი: ხორცი გარნირთან, კეტო-პიცა.



ადრე მივიჩნევდი, რომ სპორტი ჩემთვის არაეფექტური იყო. თითქმის ყოველდღე დავრბოდი, თუმცა ამას არანაირი შედეგი არ მოჰყოლია. კვირაში 2-3-ჯერ მძლეოსნობაშიც ვვარჯიშობდი. არავითარი პროგრესი არ იყო. ყველაფერი კი დამნაშავე სწორედ ჩიყვი აღმოჩნდა.
ახლა კვირაში სამჯერ დავრბივარ. ორჯერ მეტ შტანგას ვეწევი და ფაქტია, რომ პროგრესი სახეზეა.


  • აი ჩემი რეცეპტი:
  1. კორექტირება ცხოვრების წესში
  2. მოძებნე ისეთი აქტივობა, რომელიც ძალიან მოგწონს
  3. ყოველდღე გაიმეორეთ პირველი და მეორე პუნქტი.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
e87a93