ჩვენ შევეგუეთ იმ აზრს, რომ გახდომა ტიტანურ ძალისხმევას მოითხოვს, მაგრამ არსებობს მეთოდი რომელიც მცდელობის მიხედვით 12 კგ-ს 2 კვირაში მარტივად დაგაკლებინებთ.
ყველაზე მთავარი კი რაც ამ დიეტის დროს უნდა გაითვალისწინოთ არის ის, რომ ჭამამდე 20-30 წუთით ადრე 1 ჭიქა წყალი დალიოთ.
ეს ადამიანს ეხმარება იმაში, რომ ამცირებს შიმშილის გრძნობას.
აქვე უნდა გითხრათ, რომ ჭამის დროს წყლის მიღებისგან თავი უნდა შეიკავოთ.
წყლის დალევა შეგიძლიათ საკვების მირთმევიდან 1 საათის შემდეგ.
მოცემული მენიუ დღის განმავლობაში 4-ჯერ მიიღეთ. საჭმლის მიღება აუცილებელია, რადგან შიმშილის გრძნობა შეგიმსუბუქდეთ და მეტაბოლიზმიც თავიდან აიცილოთ.
ვეგეტარიანული დიეტა: რეცეპტები
მენიუში შედის უცხიმო ხორცი, ხილი, ბოსტნეული. გამორიცხეთ მარილიანი და შემწვარი საკვები.
1 დღე:
- საუზმე- უცხიმო ხაჭო, ხილი.
- სადილი- 100 გრ თევზი, ბოსტნეულის სალათა
- შუადღე- ვაშლი
- ვახშამი- 2 ც მოხარშული კვერცხი, 50გრ მოხარშული ქათმის მკერდი
2 დღე:
- საუზმე- კომბოსტო, მოხარშული, ზეთის გარეშე.
- სადილი- ქათმის ბულიონი, ბოსტნეულის სალათა
- შუადღე- უცხიმო იოგურტი, ხილის სალათა
- ვახშამი- 70გრ მოხარშული კვერცხი და კვლავ ბოსტნეულის სალათა
3 დღე:
- საუზმე- პომიდვრის, ბულგარული წიწაკის და ბადრიჯნის სალათა
- სადილი- სოკოს ბულიონი, შავი პური
- შუადღე- ხაჭო კენკრით
- ვახშამი- 100 გრ მოხარშული ხორცი, ბოსტნეული.
4 დღე:
- საუზმე- კომბოსტოსა და კიტრის სალათა მწვანილებით
- სადილი- ბოსტნეულის სუპი, პური საფუარის გარეშე
- შუადღე- ფორთოხალი
- ვახშამი- თევზის კატლეტები (შემწვარი არა), ბოსტნეულის სალათა
5 დღე:
- საუზმე- ხაჭო იოგურტით და ხილით
- სადილი- მოხარშული თევზი, პურის პატარა ნაჭერი
- შუადღე- ვაშლი და მსხალი
- ვახშამი- 100 გრ მოხარშული ხორცი, ბოსტნეული
6 დღე:
- საუზმე- მოხარშული კვერცხი, შავი პური ყველით
- სადილი- 80გ ქათმის მკერდი, ბოსტნეულის სალათა
- შუადღე- შეგიძლიათ რომელიმე ხილი მიიღოთ, წინა დღეებში ჩამოთვლილთაგან
- ვახშამი- 70გრ ხორცი (დაკონსერვებული), ბოსტნეულის სალათა
7 დღე:
- საუზმე- ფერადი კომბოსტო კურკუმას თანხლებით
- სადილი- ინდაურის ბულიონი
- შუადღე- ქლიავი
- ვახშამი- მოხარშული კვერცხი, სალათა, 50გრ სოკო.
აქვე შეგახსენებთ, რომ დიეტა, რომელიც წარმოგიდგინეთ რეკომენდებული არაა ორსული ქალბატონებისთვის. არც მათთვის, ვისაც თირკმელების პრობლემა, კალციუმის ნაკლებობა და ავიტამინოზი სტანჯავს.