"არასწორი ვარჯიშით შეიძლება ძალიან დიდი ტრავმის მიღება“ - ინტერვიუ ფიტნესინსტრუქტორთან და მისი სპეცდიეტა ყველასთვის

"არასწორი ვარჯიშით შეიძლება ძალიან დიდი ტრავმის მიღება“ - ინტერვიუ ფიტნესინსტრუქტორთან და მისი სპეცდიეტა ყველასთვის
უამრავი ადამიანი სხვადასხვა მიზნით ვარჯიშობს. მათ ნაწილს ფორმის შენარჩუნება უნდა, ნაწილს - წონაში დაკლება ან პირიქით. შესაბამისად, პროგრამაც ინდივიდუალურია. თუმცა, არასწორმა ვარჯიშმა შესაძლებელია ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები შეგიქმნათ. ფიტნესის გამოცდილი პერსონალური მწვრთნელი ოთო რამიშვილი გვირჩევს, რა უნდა გაითვალისწინოთ ვარჯიშის დროს და რა როლი აქვს კვებას ამ პროცესში:



- სანამ ვარჯიშს შეუდგებოდნენ, ადამიანებმა პირველ რიგში უნდა ჩაიტარონ გამოკვლევები, აქვთ თუ არა ხერხემლის, მუხლების, სახსრების პრობლემა და აქვთ თუ არა რაიმე ტრავმა გადატანილი.
ვიდრე ვარჯიშს დავიწყებთ, ეს უნდა
გამოვიკვლიოთ. გარდა ამისა, უნდა გამოვიკვლიოთ, აწუხებს თუ არა ღვიძლი, ნაღველი, რამდენად გამართულად მუშაობს გულ-სისხლძარღვთა სისტემა. კარგი იქნება, თუ მსგავსი ტიპის გამოკვლევას ჩაიტარებენ და მერე დაიწყებენ ვარჯიშს. თუ არასდროს უვარჯიშიათ, აუცილებელია, რომ აიყვანონ პროფესიონალი მწვრთნელი. შემდეგ იწყებენ მწვრთნელთან ერთად ვარჯიშს და ის უდგენს შესაბამისი ვარჯიშებისა და კვების პროგრამას.

- რა რისკები არსებობს, თუ მსგავსი გამოკვლევა არ აქვთ ჩატარებული და ისე ვარჯიშობენ?

- ჩემთან რომ მოდის ადამიანი, რომელსაც არ აქვს გამოკვლევა ჩატარებული, არ ვიცი, რა დონეზე შემიძლია, რომ ვავარჯიშო. თავიდან, ერთი თვე, ვიდრე ორგანიზმი ტონუსში მოვა, ვავარჯიშებთ მსუბუქად. მაგრამ ეტაპობრივად იმატებს დატვირთვაც. ამ შემთხვევაში, როცა გულ-სისხლძარღვთა სისტემა არ არის გამართული, ხდება პულსის დატვირთვა და უჟანგბადობა მიმდინარეობს ორგანიზმში. როცა ვადგენთ კვებას, მაშინაც აუცილებელია ვიცოდეთ ეს თემა. თირკმლის ან ღვიძლის პრობლემის შემთხვევაში, თუ ცილოვანი პროდუქტით დავტვირთავთ, კუჭში მჟავა-ტუტოვანი ბალანსი აიწევს და მოხდება შეშუპება.

- კვებას რა როლი აქვს ვარჯიშის პარალელურად?

- თუ მიზანია, რომ მხოლოდ ვივარჯიშოთ და კუნთები ტონუსში გვქონდეს, კვებას არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. მაგრამ, როცა გვაქვს მიზანი, რომ შევიცვალოთ ფორმები და მივიღოთ სასურველი შედეგი. ამ შემთხვევაში აუცილებელია კვების დაცვა. კვებას ჩვენი ფორმების 60-70% უჭირავს და ძალიან მნიშვნელოვანია. როგორც ვიკვებებით, ისე გამოვიყურებით. მე რეკომენდაციას ვუწევ ხუთჯერად კვებას, ყოველ სამ საათში ერთხელ. დილით, გაღვიძებისას, სასურველია, რომ წყალი მივიღოთ, რაც ორგანიზმს გაწმენდაში ეხმარება. შემდეგ უკვე უნდა დავიწყოთ კვება. შეგვიძლია დავიწყოთ ხილით. სასურველი არ არის, რომ ყოველდღე ერთი და იგივე საჭმელი მიიღოს ორგანიზმმა. დღეს თუ ხილით დავიწყეთ კვება, შემდეგ დღეს დავიწყოთ, მაგალითად, წიწიბურით, ბრინჯით ან შვრიის ფაფით. შეგვიძლია მოხარშული ან უზეთოდ შემწვარი კვერცხიც მივიღოთ. მერე შეგიძლიათ ფრეში დალიოთ. სწორი კვება ნიშნავს იმას, რომ დაბალანსებული უნდა იყოს ნახშირწყლებით, ცხიმებითა და ცილებით. ცხიმის სახით შეგვიძლია ნუში ან კაკალი მივიღოთ. გააჩნია ადამიანის მიზანს, რა რაოდენობით წონის კლება სურს. თუ უნდა, რომ ცხიმოვანი მჟავები უკეთესად დაიწვას, ამ შემთხვევაში, საღამოს ბოსტნეულის ჭამას ცილოვან პროდუქტთან ერთად ვთავაზობ. ბოსტნეულიდან ჭარხალსა და კარტოფილს ვიღებ, დანარჩენი ჩვეულებრივად შეუძლიათ მიიღონ. უკეთესია, თუ მწვანე ბოსტნეულს მიირთმევთ, მაგალითად: ბროკოლი, კიტრი, სალათის ფურცლები, სატაცური და ასე შემდეგ. შეგვიძლია ასევე 100 გრამი გრილზე შემწვარი ან მოხარშული ქათმის ფილე მივაყოლოთ. დაძინებამდე 2 საათით ადრე შესაძლებელია მივიღოთ მაწონი, კეფირი ან ხაჭო, რომ მთელი ღამის განმავლობაში კუნთი მობილიზებული იყოს. გაგრძელება
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
e87a93