უნიკალური ბრინჯის დიეტის წესები - წონაში კლება ჯანმრთელობის პრობლემების გარეშე - Marao

უნიკალური ბრინჯის დიეტის წესები - წონაში კლება ჯანმრთელობის პრობლემების გარეშე

2019-10-11 09:50:45+04:00


ალბათ, ყველა ქალბატონს სმენია ბრინჯის დიეტის შესახებ, თუმცა მის თვისებებზე საუბარმა შორს რომ არ წაგვიყვანოს, ზუსტ დეტალებს გაგაცნობთ.

ბრინჯის დიეტა ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი დიეტაა. ის ჯერ კიდევ მაშინ იყო პოპულარული, როდესაც ადამიანებმა ბრინჯის აქტიურად გამოყენება დაიწყეს და მის თვისებებში საბოლოოდ გაერკვნენ.

  • ბრინჯისგან შეგვიძლია მოვხარშოთ ფაფები და მოვიმზადოთ დესერტები.
ექსპერტები ამ კონკრეტულ პროდუქტს გამოარჩევენ იმიტომ, რომ ბრინჯს გააჩნია უნიკალური თვისებები: გაწმინდოს ჩვენი ორგანიზმი და გამოდევნოს მისგან ზედმეტი კილოგრამები. ასევე, მისი წყალობით ჩვენ შლაკებისგანაც გავთავისუფლდებით.

გარდა ამისა, დეტოქს-ფუნქციაც გააჩნია და მისი წყალობით თავს ბევრად მხნედ ვიგრძნობთ.

  • გირჩევთ ბრინჯის დიეტას. ის მრავალგვარი არსებობს, თუმცა ამ შემთხვევაში ორ კერძს შემოგთავაზებთ:
  1. კონკრეტული დიეტა 5 დღეზეა გათვლილი.
  2. ყოველდღე დაშვებულია საკვების 2-ჯერ მიღება.
ერთ-ერთი მათგანი მოხარშული ბრინჯისგან შედგება, მეორე კი - ზღვის პროდუქტებისგან ან თევზისგან (მოხარშული ან გრილზე მომზადებული).

ბრინჯისა და ზღვის პროდუქტების არევა არ შეიძლება:

მაგალითად, თუ დილით თევზის ფილეს ულუფა მიირთვით, დღის მეორე ნახევარში მიირთვით ბრინჯი.

ამ დიეტის განმავლობაში შეგიძლიათ დალიოთ მწვანე ჩაი (4 ჭიქა დღეში) და უბრალო, უგაზო წყალი - ჭამამდე 30 წუთით ადრე და ჭამის შემდეგ 1,5 საათში.

ბრინჯის კერძების მოცულობა არ რეგულირდება, მაგრამ ულუფა გიგანტურიც არ უნდა იყოს.

  • რეკომენდებულია ბრინჯის ღამით ჩალბობა წყალში ფერმენტაციისთვის.
სხვადასხვა დღეს შეგიძლიათ ბრინჯის სხვადასხვა სახეობა მიირთვათ. ნუ დაამატებთ მარილსა და კარაქს ზღვის პროდუქტებსა და ბრინჯში.

ბრინჯის დიეტა აუმჯობესებს კანის მდგომარეობას და 5 დღეში შესაძლებელია 3-5 ზედმეტი კილოგრამის მოცილება.

ცნობილი დიეტოლოგი ალექსეი კოვალკოვი კი ასეთ რეცეპტს გვთავაზობს:

მოხარშეთ 230 გრ მუქი ბრინჯი, დაამატეთ ფაფაში 1 ჭიქა წვრილად დაჭრილი გარგრის ჩირი, სუნელები და კარგად მოურიეთ.

მიღებული კერძი გაყავით 2 დღეზე და მიირთვით მხოლოდ ის, შეზღუდვების გარეშე. დალიეთ წყალი და მწვანე ჩაი.