ალბათ, ყველა ქალბატონს სმენია ბრინჯის დიეტის შესახებ, თუმცა მის თვისებებზე საუბარმა შორს რომ არ წაგვიყვანოს, ზუსტ დეტალებს გაგაცნობთ.
ბრინჯის დიეტა ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი დიეტაა. ის ჯერ კიდევ მაშინ იყო პოპულარული, როდესაც ადამიანებმა ბრინჯის აქტიურად გამოყენება დაიწყეს და მის თვისებებში საბოლოოდ გაერკვნენ.
- ბრინჯისგან შეგვიძლია მოვხარშოთ ფაფები და მოვიმზადოთ დესერტები.
ექსპერტები ამ კონკრეტულ პროდუქტს გამოარჩევენ იმიტომ, რომ ბრინჯს გააჩნია უნიკალური თვისებები: გაწმინდოს ჩვენი ორგანიზმი და გამოდევნოს მისგან ზედმეტი კილოგრამები. ასევე, მისი წყალობით ჩვენ შლაკებისგანაც გავთავისუფლდებით.
გარდა ამისა, დეტოქს-ფუნქციაც გააჩნია და მისი წყალობით თავს ბევრად მხნედ ვიგრძნობთ.
- გირჩევთ ბრინჯის დიეტას. ის მრავალგვარი არსებობს, თუმცა ამ შემთხვევაში ორ კერძს შემოგთავაზებთ:
- კონკრეტული დიეტა 5 დღეზეა გათვლილი.
- ყოველდღე დაშვებულია საკვების 2-ჯერ მიღება.
ერთ-ერთი მათგანი მოხარშული ბრინჯისგან შედგება, მეორე კი - ზღვის პროდუქტებისგან ან თევზისგან (მოხარშული ან გრილზე მომზადებული).
ბრინჯისა და ზღვის პროდუქტების არევა არ შეიძლება:
მაგალითად, თუ დილით თევზის ფილეს ულუფა მიირთვით, დღის მეორე ნახევარში მიირთვით ბრინჯი.
ამ დიეტის განმავლობაში შეგიძლიათ დალიოთ მწვანე ჩაი (4 ჭიქა დღეში) და უბრალო, უგაზო წყალი - ჭამამდე 30 წუთით ადრე და ჭამის შემდეგ 1,5 საათში.
ბრინჯის კერძების მოცულობა არ რეგულირდება, მაგრამ ულუფა გიგანტურიც არ უნდა იყოს.
- რეკომენდებულია ბრინჯის ღამით ჩალბობა წყალში ფერმენტაციისთვის.
სხვადასხვა დღეს შეგიძლიათ ბრინჯის სხვადასხვა სახეობა მიირთვათ. ნუ დაამატებთ მარილსა და კარაქს ზღვის პროდუქტებსა და ბრინჯში.
ბრინჯის დიეტა აუმჯობესებს კანის მდგომარეობას და 5 დღეში შესაძლებელია 3-5 ზედმეტი კილოგრამის მოცილება.
ცნობილი დიეტოლოგი ალექსეი კოვალკოვი კი ასეთ რეცეპტს გვთავაზობს:
მოხარშეთ 230 გრ მუქი ბრინჯი, დაამატეთ ფაფაში 1 ჭიქა წვრილად დაჭრილი გარგრის ჩირი, სუნელები და კარგად მოურიეთ.
მიღებული კერძი გაყავით 2 დღეზე და მიირთვით მხოლოდ ის, შეზღუდვების გარეშე. დალიეთ წყალი და მწვანე ჩაი.