შესაძლებელია თუ არა დიეტის გარეშე გახდომა? ექსპერტების პასუხები

შესაძლებელია თუ არა დიეტის გარეშე გახდომა? ექსპერტების პასუხები
ნუტრიცისტები გვიხსნიან, თუ როგორ უნდა შეიცვალოს ჩვენი ყოველდღიური კვების გეგმები წონაში დასაკლებად.

ჰკითხეთ საკუთარ თავს: შემიძლია დიეტის გარეშე წონაში დაკლება? ხშირ შემთხვევაში გახდომა დიეტის გარეშე უფრო მარტივი და ეფექტურია. ზედმეტი კილოგრამების დასაკლებად სულაც არაა საჭირო შიმშილი. როგორც წესი, სიტყვა დიეტა ასოცირდება უარყოფით ასპექტებთან, როგორებიცაა აკრძალვა, სიამოვნების ვერმიღება და ა.შ. ასე რომ, საკუთარ თავზე ზრუნვა ყოველთვის სასიამოვნო და პოზიტიურ შეგრძნებებს უნდა იწვევდეს.

ჩვევების შეცვლისას ყურადღება უნდა გავამახვილოთ სიახლეებზე,და არა იმაზე, რას ვეღარ შევჭამთ. ცნობილი ენდოკრინოლოგი ლაურა
პარადა ამბობს: ,,სიტყვა დიეტა კონკრეტულ შეზღუდვებთან ასოცირდება. შესაბამისად, ტვინზე უარყოფითად მოქმედებს. მე ვიტყოდი, რომ სწორია ვთქვათ ,,კვების გეგმა“. სწორედ ესაა წინასწარ გაწერილი ჯანსაღი კვება, გაწონასწორებული და დაბალანსებული მეთოდით, რომელიც ჯანმრთელობის მდგომარეობას თანდათან გაგვიუმჯობესებს.

იდეალური საუზმე

ელიზა ბლასკესი გვიყვება, რომ კვების წესის შეცვლა საუკეთესო გადაწყვეტილებაა. მაგალითად, იმის გააზრება, რომ საუზმე უნდა შედგებოდეს ნახშირწყლებისგან, ცილებისა და პოლიუნთოვანი ცხიმებისგან, დაგვეხმარება დღე დაბალანსებული კვებით დავიწყოთ. შემდეგ მენიუს სხვადასხვა ვარიანტი განვიხილოთ. ეს კონკრეტულად იმაზეა დამოკიდებული, თუ რომელი პროდუქტი მოგვწონს.

მიეჩვიეთ მაგიდასთან ჭამას

,,ყურადღება უნდა მიაქციოთ და გაითვალისწინოთ ის, რომ სადილობის დროს მაგიდასთან ისხდეთ. ჭამის დროს საყვარელი სერიალის ყურება ან მეილების შემოწმება უარყოფითად მოქმედებს ტვინზე, რადგან გაუცნობიერებლად იმაზე მეტ საკვებს ვიღებთ, ვიდრე საჭიროა ორგანიზმისთვის. ამიტომ აუცილებელია მხოლოდ საჭმელზე ვკონცენტრირდეთ’’. - ამბობს ენდოკრინოლოგი.

გააკონტროლეთ წახემსება

მნიშვნელოვანია, თავიდან ავიცილოთ ,,უკონტროლო“ წახემსება და ამისთვის უნდა ვიცოდეთ, რომელი მენიუა საუკეთესო ვარიანტი, როცა მშიერი ხართ. ახალი ხილი ან თუნდაც ერთი მუჭა ნიგოზი მოგიკლავთ შიმშილის გრძნობას. არაა აუცილებელი 5-ჯერ ჭამა, ზოგი ადამიანი დღის განმავლობაში 3-ჯერადი კვებითაც დანაყრებულია. მხოლოდ ერთხელ ჭამა, ისიც ღამის პერიოდში, უკურეაქციას იწვევს და წონაში მატების მიზეზი ხდება. შეარჩიეთ ისეთი სახეობის საკვები, რომელიც მოგწონთ, მაგრამ ეს არ უნდა იყოს დაკონსერვებული სახით.

მიირთვით ,,სმუზები“
ამოიღეთ მენიუდან შაქრიანი სასმელები. თქვენი ხელით მოამზადეთ სმუზები ცოცხალი ხილით და იოგურტით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია წყლის მიღება. რაც მეტია წონა, მით მეტი წყალი უნდა მიიღოს ორგანიზმმა. მრავალფეროვნებისთვის წყალს დაუმატეთ ლიმონის ნაჭერი. ასევე სასარგებლოა ნაყენების დალევა - ცივ ან ცხელ მდგომარეობაში, შაქრის დამატების გარეშე.

შეადგინეთ ყოველკვირეული მენიუ

ერთ-ერთი ხრიკი წონაში დასაკლებად ყოველკვირეული ჯანსაღი მენიუს შემუშავებაა. ჩამოწერეთ მთელი კვირის საკვების შემცველობა წინასწარ, გამონახეთ დრო და ყოველდღიურად იარეთ საყიდლებზე. მოამზადეთ ის საკვები, რომლის ჭამასაც დღეს აპირებთ. ასე უფრო მცირეა იმის შანსი, რომ კვების რაციონს გადაუხვიოთ. ერთი კვირით ადრე, წინასწარ მომარაგებულ საჭმელზე შეიძლება ,,ხელი წაგიცდეთ“. რა თქმა უნდა, მენიუ ე.წ.  fast food-ებისგან არ უნდა შედგებოდეს.

ხარისხი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე რაოდენობა

სადილისა და ვახშმისთვის საუკეთესო მენიუზე გააკეთეთ არჩევანი. ხარისხი ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე რაოდენობა. ამიტომ სჯობს მიირთვათ ქათამი ბოსტნეულთან ერთად, ვიდრე მხოლოდ ერთი ცალი ვაშლი. თუ საკვებს კვებითი ღირებულება მაღალი აქვს, თქვენც მეტად დანაყრებული ხართ.

დაბოლოს, ჩნდება კითხვა, რა არის გასაღები იმისა, რომ ჩვენ დავიკლოთ ზედმეტი კილოგრამები დიეტების გარეშე? ნუ იქნებით ფოკუსირებული დაკლებული კილოგრამების თვლაზე, არამედ დააკვირდით, როგორ შეიცვლება თქვენი ჩვევები. ისწავლეთ მცირედიდანაც სიამოვნების მიღება. სწორი ცხოვრების რეჟიმი ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის საწინდარია.

გვანცა ახვერდაშვილი
წყარო
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30
e87a93