50 წლის ჯენიფერ ენისტონი ასაკის მატებასთან ერთად ისევ ახალგაზრდულად გამოიყურება, როგორც სერიალ "მეგობრებში" მონაწილეობისას. არადა, წელს სერიალს 20 წელი შეუსრულდა.
The Guardian-თან ინტერვიუში ჯენმა თავისი საიდუმლო გაამხილა. ის მისდევს შიმშილის პრინციპს, რომლის არსიც იმაში მდგომარეობს, რომ მყარ საკვებს არ იღებს 16 საათის განმავლობაში, ძილის საათის ჩათვლით. "ვსაუზმობ 10 საათზე, ხოლო ბოლო საკვების მიღება 18:00 სთ-ს არ სცდება. დანარჩენი არაფერში ვიზღუდავ თავს, თუმცა არ მივირთმევ სრულ ნაყროვანებამდე" - აღიარა ლამაზმანმა.
დილაობით ენისტონი ნიახურის წვენს სვამს - რაც ახშობს შიმშილის შეგრძნებას, ხოლო მავნე საკვების ჭამის სურვილის შეტევისას მედიტაციას მიმართავს - სულ მცირე, 5 წუთი დღეში და რაც მთავარია, არ ავიწყდება ფიზიკური დატვირთვები, კვირაში არანაკლებ 5 დღე სწორედ დარბაზში ვარჯიშს ეთმობა.
აი, რაში მდგომარეობს მისი ახალგაზრდობის საიდუმლო!
წყარო