ბევრი პასტა და ცოტა სპორტი, მონიკა ბელუჩის შესანიშნავი დიეტა

ბევრი პასტა და ცოტა სპორტი, მონიკა ბელუჩის შესანიშნავი დიეტა
50 წლის შემდეგ ბევრ ქალს უჭირს მოხდენილი სხეულისა და ზოგადად, სილამაზის შენარჩუნება. თუ, რა თქმა უნდა, მონიკა ბელუჩი არ ხართ, რომელიც უკვე 55 წლისაა და კვლავინდებურად იდეალურად გამოიყურება და სასურველია მილიონობით მამაკაცისთვის.

მონიკასი კიდევ ის უნდა შეგვშურდეს, რომ არ იცავს დიეტას, არ იზღუდავს თავს ჭამაში და რაც მთავარია, ყველაზე მეტად პასტა უყვარს. მართალია, მისი პარამეტრები 90-60-90 არაა, მაგრამ მას პროპორციული სხეული აქვს, ჰარმონიული და ძალიან ქალურია.


აქტიურობა

მონიკას არ უყვარს სპორტი და დიეტები. მოსწონს იოგა, მაგრამ
იშვიათად ვარჯიშობს. იმისათვის, რომ სპორტდარბაზში ივარჯიშოს, დილით ადრე არ წამოდგება საწოლიდან. "ზედმეტი კილოგრამების დასაფარავად შავ კაბას ჩავიცვამ, მაგრამ ტრენაჟორებზე არ გავიოფლები". მეორე შვილის გაჩენის შემდეგ მსახიობი 45 წლის იყო და მიხვდა, რომ ფიზიკური აქტიურობა ქალისთვის ჰაერივით აუცილებელია. ამიტომაც, ხშირად დადის ფეხით, დღის განმავლობაში ფიზიკურად აქტიურია.

მუდამ პასტა

პასტა მონიკას საყვარელი კერძია. პასტა ხარისხიანი ფქვილისგან უნდა მომზადდეს. რომელშიც მარტივი ნახშირწყლებისგან კი არ შედგება და არ გადაიქცევა შაქრად, რაც იწვევს სისხლში შაქრის აწევას. ნამდვილი იტალიური პასტა რთული ნახშირწყალია. მის გადამუშავებას დიდი დრო სჭირდება. ამიტომაც, ის დიდი ხნით განაყრებთ და შაქარსაც ნელა სწევს სისხლში.
სასარგებლო სპაგეტის მოსამზადებლად მონიკა იყენებს ტომატს, მწვანილს, ნიორს, ზეითუნის ზეთს. ხანდახან კერძს ღვინოსაც კი აყოლებს.

ზეითუნის ზეთი სასარგებლო ცხიმებს შეიცავს, რომლებიც არეგულირებენ ქოლესტერინის დონეს სისხლში. ის ეხმარება ორგანიზმს ვიტამინებისა და მინერალების შეწოვაში.
ტომატი შეიცავს ლიკოპინს, ძლიერ ანტიოქსიდანტს, რომელიც კიბოს უჯრედებს გამრავლების საშუალებას არ აძლევს. მთვარია, პომიდორი მოთუშული იყოს და არა უმი.

ნიორი, ისევ როგორც შაშკვლავი ბუნებრივი ანტიბაქტერიული საშუალებაა. აქვე მონიკას საყვარელი პასტის რეცეპტსაც შემოგთავაზებთ: 


  • 90 გრამი პასტა პაპარდელი
  • 20 გრამი გამომცხვარი პომიდორი ჩერი
  • 5 მლ ზეითუნის ზეთი
  • 40-60 მლ წყალი.
  • შაშკვლავი
  • შავი პილპილი, მარილი
  • 5 გრამი პარმეზანი
  • სოუსისთვის:
  • 600 გრამი ტომატი (საკუთარ წვენში, კანგაცლილი)
  • 100 გრამი ხახვი
  • მარილი
  • 15 გრამი შაქარი
  • 60 მლ ზეითუნის ზეთი
  • რეჰანი
  • 2 გრამი პროვანსის სუნელები, შავი პილპილი.

  1. მოვამზადოთ სოუსი. ხახვი და ნიორი წვრილად დავჭრათ. პომიდორი, - საშუალოდ.
  2. ხახვი და ნიორი ცხელ ზეთში ჩაყარეთ და მოშუშეთ გაოქროსფერებამდე.
  3. დაუმატეთ ტომატი (საკუთარ წვენში, კანგაცლილი). შუშეთ 3 წუთი.
  4. ცეცხლს დაუწიოთ და დაუმატეთ შაქარი, მარილი და პილპილი. უნდა იდუღოს 10 წუთი. ბოლოს დაუმატეთ პროვანსის სუნელები და რეჰანი. სამ წუთში გამორთეთ.
  5. სოუსს გემოები უნდა გაუჯდეს.
  6. პასტა მოხარშეთ მარილიან წყალში. ალ დენტეს მდგომარეობამდე. გამორთეთ ადუღებიდან 2 წუთის შემდეგ.
  7. პასტა გადაიტანეთ ღრმა ტაფაში, დაუმატეთ სოუსი და წყალი, დაბალ ცეცხლზე მუდმივად მორევით მიიყვანეთ ადუღებამდე. დაუმატეთ მარილი და პილპილი.
  8. გამორთეთ ცეცხლი. დაუმატეთ პომიდორი ჩერი და ფრთხილად ამოურიეთ.
  9. გადაიტანეთ ღრმა საინზე, მოაყარეთ შაშკვლავი, მოასხით ზეითუნის ზეთი და მოაყარეთ გახეხილი ყველი.


მთავარია, რაოდენობა

  • მსახიობი მცირე ულუფებს მიირთმევს. სტანდარტულად საშუალოზე უფრო ცოტას. სხვათა შორის, ბელუჩი ტკბილეულსაც მცირე ულუფას მიირთმევს.

განტვირთვის დღეები

თუ როლისთვის რამდენიმე კილოგრამის დაკლება სჭირდება, მონიკა განტვირთვის დღეებს იწყობს. 5 დღის განმავლობაში შემდეგნაირად იკვებება: საუზმეზე მიირთმევს ნატურალურ იოგურტს ან ხილის წვენს. ლანჩზე ჭამს ბოსტნეულის სალათას (არავითარი მაიონზი), ზეითუნის ზეთითა და ლიმონის წვენით. მოხარშულ ხორც ან თევზს, ან მსუბუქ ომლეტს. სადილზე ან სამხარზე შეუძლია ჭამოს პასტა ან ბოსტნეულის რიზოტო (ნაღების გარეშე) პატარა ნაჭერ ყველთან (მოცარელა ან პარმეზანი) ერთად.

მთავარია, ულუფა იყოს მცირე. ვიზუალური ეფექტისთვის კერძი დაიდეთ პატარა თეფშზე, რომ დიდი გამოჩნდეს.

წყარო
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30
e87a93