ის, რაზეც იშვიათად საუბრობენ: გახდომისთვის აუცილებელი საიდუმლო წესები

ის, რაზეც იშვიათად საუბრობენ: გახდომისთვის აუცილებელი საიდუმლო წესები
წონის პრობლემა რომ დღევანდელ მსოფლიოში საკმაოდ თემატურია, ეს ახალი ამბავი არ არის. თუმცა არსებობს ნიუანსები, რომლებზეც ზოგიერთი დიეტოლოგი საუბარს ერიდება.
  • პირველ რიგში, უნდა დავფიქრდეთ, რას მიეჩვია ჩვენი ორგანიზმი, რა კომპონენტებია ჩვენი რაციონის შემადგენელი. უნდა იფიქროთ იმაზე, როგორ დაწვათ მეტი კალორია.
  • დაარეგულირეთ ჭამის რეჟიმი და მოიწესრიგეთ ძილი. შესაძლოა, წონაში მატების უმთავრესი მიზეზი სწორედ ეს იყოს.

გაანაწილეთ საკვები წინასწარ პორციებად და გათვალეთ, კონკრეტულად რომელი საათისთვის რას მიირთმევთ. ასე ნაკლებადაც დაგეზარებათ და ნელ-ნელა რეჟიმსაც მიეჩვევით.

ტკბილეულის დაბალანსება თავადაც შეგიძლიათ.
დავუსვათ ჩვენს თავს კითხვა: "რამდენად ხშირად მივირთმევ ტკბილეულს და რა შემადგენლობა აქვს მას?".
  • იმისათვის, რომ მიკროელემენტების რაოდენობა შეივსოთ და ჰორმონალური ფონი დაგირეგულირდეთ, კარგი იქნება, მიირთვით მწვანე ბოსტნეული, ბროკოლი, მწვანილი. მათ შემცველობაში ქრომი შედის, რომელიც ტკბილეულის მირთმევას ნაკლებად მოგანდომებთ.
  • ზოგჯერ ფიზიკურ დატვირთვას არავინ გვირჩევს და მხოლოდ დიეტაზე ორიენტირებულები ვხდებით. ეს ყველა შემთხვევაში სულაც არ ამართლებს. არცერთ დიეტას არ ავნებს ვარჯიში. უბრალოდ უნდა ვეცადოთ, რომ უჭმელი სავარჯიშოდ არ წავიდეთ.

თუ რომელიმე საკვები უზომოდ გიყვართ, დიეტის დაწყების დროს თქვენს ორგანიზმში ცვლილებები დაიწყება და სტრესისკენ მიდრეკილიც შეიძლება გახდეთ. ამიტომ უნდა ეცადოთ, რომ საყვარელი საკვები დათმოთ, თუ წონაზე გავლენას ახდენს, მხოლოდ ზოგჯერ მცირე ულუფა მიიღოთ, ისე, რომ გემო გაუგოთ. ცხადია, ეს იმ შემთხვევაში განიხილება, როდესაც წონის სერიოზულ პრობლემასთან არ გვაქვს საქმე.

  • უარი თქვით ფასტფუდსა და ყველანაირ ალკოჰოლზე.


მთავარია მოტივაცია და თქვენ ერთი შეხედვით შეუძლებელ რამესაც შეძლებთ.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
e87a93