მომღერალი ნინი ბადურაშვილი ყოველთვის შესაშურ ფორმაშია. ის ლამაზ ფორმებს ვარჯიშის და დიეტის მეშვეობით ინარჩუნებს.
ბადურაშვილის დიეტა სოციალურ ქსელში მისმა დამ, ქეთო თოფურიძემ გამოაქვეყნა, რომელმაც ბოლო ერთ წელიწადში თურმე 7 კილოგრამი მოიმატა, რომელსაც ვერანაირი ხერხით ვერ დაემშვიდობა.
ეკა კახიანის სამივე ქალიშვილი მუდმივად არაჩვეულებრივ ფორმაშია, თუმცა გოგონები გენეტიკას ხელს სხვადასხვა მეთოდითაც უწყობენ.
ნინის უმცროსი და, ანასტასია თოფურიძე აგვისტოს ბოლოს დედა გახდა, თუმცა ძველ წონას უკვე დაუბრუნდა.
რაც შეეხება ნინის, მან ორსულობისას 18 კილოგრამი მოიმატა, თუმცა მალე უფრო მეტი კილოგრამი დაიკლო, ამას კი სწორი კვების და ვარჯიშის წყალობით მიაღწია. სწორ კვებაზე გადასვლა კი იმის გამო გადაწყვიტა, რომ ქალიშვილი ბუნებრივ კვებაზე ჰყავდა. როგორც ჩანს, ნინი ხშირად მიმართავს ე.წ. ექსპრესდიეტებსაც.
ნინი ბადურაშვილის დიეტა ასე გამოიყურება. წაიკითხეთ ვრცლად