47 კილოთი ნაკლები: როგორ დავიკელი კეტოდიეტით, სპორტის გარეშე - Marao

47 კილოთი ნაკლები: როგორ დავიკელი კეტოდიეტით, სპორტის გარეშე

2019-11-30 17:44:55+04:00


დღეს კეტოდიეტით ბევრი ადამიანია დაინტერესებული. კეტოდიეტა დაბალნახშირწყლოვანი დიეტაა და მისი დაცვისას სხეულში ეფექტურად იწვება ზედმეტი ცხიმები.

  • ინტერნეტში უამრავი სტატია გამოქვეყნდა, თუ რომელი პროდუქტები უნდა მივიღოთ და რა კერძები უნდა მოვამზადოთ, რათა შედეგი უფრო ეფექტური იყოს. ამ სტატიაში ვისაუბრებთ ადამიანზე, რომელსაც სპორტი არ უყვარს, თუმცა წონაში დაკლება მაინც მოახერხა.

ახლა კი გადავიდეთ რესპონდენტზე.  ალიმ ამ დიეტის წყალობით 47 კილოგრამი დაიკლო.

ჩემი ისტორია

მე მქვია ალი და სტილისტად ვმუშაობ. კეტოდიეტის არსებობის შესახებ "ინსტაგრამით" გავიგე და გადავწყვიტე, რომ საკუთარ თავზე გამომეცადა.

ბავშვობიდან წონის პრობლემით ვიტანჯები, ისევე როგორც ბევრი სხვა. ჩემი "რეკორდი" 130 კილო იყო.

მე ვერიდებოდი ფოტოების გადაღებას, არც ინტერნეტში ვაქვეყნებდი და კომპლექსები გამიჩნდა.

ჩემ სხეულს საშინელებად აღვიქვამდი და ასე გაგრძელება აღარ შემეძლო. ისე მოხდა, რომ მალევე გავთხოვდი და მოტივაცია უფრო მომემატა.

როგორ შეიცვალა ყველაფერი

სინამდვილეში ჩემი მთავარი მოტივატორი ერთი გოგონა იყო, რომლის პოსტიც ვნახე და ვცადე მიმებაძა. ვიფიქრე, თუ მან შეძლო მეც მოვახერხებ თქო და ჩემი დროც მოვიდა.

ჰელოუინის წინა დღეს დავიწყე დიეტის დაცვა, რაც იმას ნიშნავდა რომ ტკბილეული უნდა შემეზღუდა და ამავდროულად რისკზე მივდიოდი. ინტერნეტში კეტოდიეტაზე ბევრი ზუსტი ინფორმაცია არ არის. ამიტომ გადავწყვიტე საკვებიდან გამომერიცხა შაქარი და ნახშირწყლების რაოდენობა დღეში 20-30 გარამამდე დამეყვანა. გარკვეული პერიოდით დიეტას მოვერიდე, რადგან დავორსულდი. 2018 წლის ივლისში ისევ დავუბრუნდი დიეტას.

ადრე ვცდილობდი, რომ კალორიები დამეთვალა და ისე მიმეღო საკვები, რაც ჩემ შემთხვევაში არ მუშაობდა. ეს მეთოდი მე ვერ მეხმარებოდა.

კეტოდიეტასთან ერთად მარხვაც დავიწყე, რაც კიდევ უფრო დამეხმარა იმაში, რომ დღეს ეს შედეგი მქონოდა.

რას მივირთმევ ახლა:

  • საუზმე- მხოლოდ და მხოლოდ ყავა, ყოველ დილას.
  • სადილი- სალათები, რომელშიც ცხიმგაცლილი ხორციც არის.
  • დესერტი- ნუში და ყველი
  • ვახშამი- ქათამი ბოსტნეულით

მთავარი ფაქტორები რაც წონაში დაკლებაში დამეხმარა:

  1. მე დავისახე მიზნები, რომლის უარყოფაც არც მიფიქრია. წონაში დაკლების მცდელობა გრძელი პროცესია და ხშირად სხვები ვერც ამჩნევენ ცვლილებას, იქამდე ვიდრე რეალურ შედეგს არ დავდებთ, თუმცა ფაქტია, რომ პროგრესი მაინც შესამჩნევია. მთავარი ის არაა თავიდან რა ჩანს, მთავარია რა შედეგი გვაქვს.
  2. მაგალითად, მე საკუთარ თავს დავავალე, რომ თვეში 2 კილოგრამი დამეკლო. ამ გეგმას სიზუსტით მივყვებოდი და დიდ მოთმინებას ვავლენდი. მართლაც, ყოველ თვე 2 კილოს ვიკლებდი.
  3. ჩემ გარშემო არსებული ადამიანები ძალიან მეხმარებოდნენ. მეუღლე ცდილობდა, რომ საკვები სწორად მოემზადებინა და ამ პროცესს ჩემი მეგობრებიც კი შეურთდნენ რაც შთამაგონებელია.

16 თვის განმავლობაში 47 კილოგრამი დავიკელი და ამან ჩემი ცხოვრება შეცვალა.

ახლა ყველაფერი სხვაგვარადაა. სარკეში სიამოვნებით ვუყურებ ჩემ თავს. უფრო დიდი სიხარულით ვყიდულობ ტანსაცმელსაც. აღარ მაქვს საჭმლის მიმართ საშინელი ლტოლვა რაც ტკივილს და დეპრესიას იწვევდა. ყველაფერი მწყობრში ჩადგა.