ხშირად საკუთარ თავს ვპირდებით, რომ დიეტას დავიწყებთ: "ხვალიდან", "ორშაბათიდან", "მომდევნო დღიდან".. რომ დავიწყებთ ახალ ცხოვრებას, შევცვლით ჩვენს რეჟიმს და ცუდ ჩვევებს უკან მოვიტოვებთ.
როგორც ხედავთ ახალი წლის მოსვლამდე დიდი დრო აღარაა დარჩენილი.
შესაძლებელია, რომ ფორმაში ჩადგომა მოასწროთ და თავი უკეთ იგრძნოთ. ამაში გეგმა დაგეხმარებათ, რომელიც თქვენს ტრანსფორმაციას ხელს შეუწყობს.
ვიდრე საოცნებო ფიგურამდე მივიდოდეთ, ჯერ თავდაპირველი სვლაა აუცილებელი.
კვირა 1
საახალწლო მარათონის პირველ კვირას უნდა იმუშავოთ საკუთარ თავზე, რომ შთააგონოთ: მეტი დატვირთვა მოუწევს და ეს ყოველდღიურად იქნება.
კარგი ამბავი კი ისაა, რომ დატვირთვა არ ნიშნავს ვარჯიშით თავის მოკვლას. მცირე დროის გამოყოფაც უკვე კარგია, რომ ორგანიზმს მოდუნების საშუალება არ მისცეთ.
შეგიძლიათ ვარჯიშები აკეთოთ დილით, სამსახურში წასვლამდე, ან საღამოს, როცა დაბრუნდებით.
- 50 აზიდვა
- 30-ჯერ მოხარეთ და გაშალეთ ფეხი.
- 15 ჩაჯდომა
- პრესის ვარჯიში 50-ჯერ (სურვილის მიხედვით)
თითოეული ვარჯიშის დაწყების და დასრულების დრო განსაზღვრეთ. ამაში შეიძლება, რომ სპეციალური სამაჯური დაიხმაროთ, რომელიც 30-40 წამიან მონაკვეთს ზუსტად აფიქსირებს.
კვირა 2
უკვე იგრძენით ძალის მოზღვავება?
როგორ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს, ეს ფიზიკური დატვირთვა იმის საშუალებას არ მოგცემთ, რომ თავი ზედმეტად გადაიტვირთოთ. მაშინაც კი, თუ თქვენი გონება გადატვირთულია წინა საახალწლო პრობლემებზე ფიქრით. მთავარია რეჟიმთან შეგუება არ გაგიჭირდეთ.
ვიმოქმედოთ იმ გეგმის მიხედვით, რომლითაც დავიწყეთ. უბრალოდ უნდა დაამატოთ ის, რომ ფეხით სიარულს მოუხშიროთ.
ჯამში კვირაში უნდა გაიაროთ 105 000 ნაბიჯი. ეს კი 15 000 ნაბიჯია ყოველდღიურად. შეგიძლიათ გამოიყენოთ აპლიკაციები, რომლებიც უკვე მრავლადაა. მათი წყალობით ნაბიჯების გამოთვლა შეგიძლიათ.
მთავარია, რომ არ იწუწუნოთ.
თუ დუნდულების გამოკვეთაც გსურთ, მაშინ დღეში 30-40-ჯერ დუნდულების ვარჯიშების დამატებაც მოგიწევთ, რომელიც დღეში ერთხელ უნდა გააკეთოთ.
კვირა 3
ფინიშის ხაზთან მისვლამდე სხეულს ცოტა დასვენების საშუალება შეგვიძლია მივცეთ. ახლა იგივე ვარჯიშები რასაც პირველ და მეორე კვირას იმეორებდით უნდა გააკეთოთ განსხვავებული თანმიმდევრობით. ოღონდ უკვე სათითაოდ.
თითოეული წრის დაწყებამდე შეისვენე 1 წუთით.
დღის განმავლობაში სამი წრე შეგიძლიათ გააკეთოთ.
თუ სიარულის ამბავიც ნორმაშია, მაშინ უკვე დაინახავთ, როგორ იცვლება თქვენი ფიგურა.
შედეგის შენარჩუნება რომ შეძლოთ, ეცადეთ არ შეუთავსოთ ეს ყოველივე მკაცრი რეჟიმის დიეტას.
დიეტოლოგები იმასაც ამბობენ, რომ ზედმეტი კილოგრამები უკან გვიბრუნდება, როცა არასწორად ვიკვებებით.