ვიდრე კითხვა-პასუხზე გადავიდოდეთ, მინდა რამდენიმე სიტყვა ჩემი რესპონდენტის შესახებ გითხრათ. დარეჯან მორჩილაძე მიზანდასახული ქალბატონია, რომელსაც დიდხანს თვალს ვადევნებდი და მისი შემართებით გაოცებული დავრჩი. სასურველი შედეგის მისაღებად თავიდანვე დაუღალავად იბრძოდა.
თავდაპირველად მან დუკანის დიეტით დაიწყო წონაში დაკლება და მშვენიერი შედეგიც ჰქონდა, თუმცა, როგორც ჩანს, ახლა ამ დიეტას აღარ იცავს.
- კვების რეჟიმი, რომელსაც იცავთ...
- ეს არის დაბალანსებული კვება.
ბევრი ძებნის, ექსპერიმენტის და სხვადასხვა დიეტის შემდეგ მივხვდი, დაბალანსებული კვება იდეალური კვებაა.
- დღის განმავლობაში ფეხით სიარულს რა დროს უთმობდით?
- ფეხით სიარული, მგონი, ჩემი ჰობია.
შემიძლია დილიდან დაღამებამდე ფეხით ვიარო, თუმცა ამდენი ფუფუნება არ მაქვს.
ამიტომ, ვცდილობ, მინიმუმ ერთი საათი მაინც დავუთმო სიარულს.
- რამდენია თქვენი მაქსიმუმი, ჯამში რამდენი კილო დაიკელით?
- ჯამში ბევრი გამომდის, ცოტ-ცოტა მომატებების ფონზე და მერე ისევ დაკლებული კგ რომ შევაჯამოთ. ისე, სულ 25 კილო დავიკელი.
<script src="https://h5p.org/sites/all/modules/h5p/library/js/h5p-resizer.js"></script>
- თქვენი აზრით, რატომ ნებდებიან ადამიანები და რას ურჩევდით, რომ სასურველი მიზნისკენ მიმავალნი არცერთ წინაღობას არ შეუშინდნენ?
- ყველაზე რთული ბოლოსკენაა, თითქმის ფინალში რომ ხარ და ცოტა კიდევ გჭირდება.
მეც უამრავჯერ დავნებდი და მერე ისევ დავიწყე.
შედეგს რომ ხედავ, თითქოს თამამდები და აქ უშვებ ყველაზე დიდ შეცდომას...
არ არსებობს გადაულახავი წინაღობა. უბრალოდ, ხშირად უნდა წარმოიდგინო საბოლოო შედეგით მიღებული სიამოვნება.
- რა შეგრძნებაა, როდესაც ხვდები, რომ სასურველ ნიშნულს აღწევ და შრომას ტყუილად არ ჩაუვლია?
- უბრალოდ ბედნიერი ხარ და ამით ყველაფერია ნათქვამი.
- რამე რეცეპტს ხომ არ გაგვიმხელდით, რაც ნაკლებად კალორიულია და წონაში დაკლების მსურველ ქალბატონებს გამოადგებათ?
- კვება დააბალანსონ აუცილებლად, ყველაზე მარტივი და ეფექტურია.
არ სჭირდება კალორიების თვლა და კვების ულუფების კონტროლი.
- რას ურჩევდით მათ, ვისაც დაკლება სურს?
- აუცილებლად ბევრი წყალი უნდა მიიღონ. წყალი უზომოდ ეხმარება თირკმელებს. მთავარი მონდომებაა, მერე ყველაფერი იოლია.