ზამთარი ორგანიზმზე რა თქმა უნდა გავლენას ახდენს. მზე ნაკლებად ანათებს, ორგანიზმს ბოსტნეული და ხილი უფრო მეტად სჭირდება. საახალწლო აურზაური ხშირად გვავიწყყებს ყველაზე მთავარს, იმას რომ ჯანმრთელობას მივხედოთ.
ასეთ გარემო პირობებში მნიშვნელოვანია, რომ მიხედოთ თქვენი კვების რეჟიმს, განსაკუთრებით მაშინ თუ დიეტაზე ხართ.
- ზამთარი ჩვენს წონაზე შეიძლება აისახოს უარყოფითად, რადგან ფეხით ნაკლებად დავდივართ, წვეულებებზე ხშირად ვართ და წონაში მომატების შანსიც იზრდება.
გოგონები დიეტას ხშირად არდადეგებამდე იწყებენ, რომ სასურველი ფორმები დაიბრუნონ.
მოდი ერთად გავერკვეთ, როგორ უნდა მივირთვათ საკვები ზამთარში, ისე რომ შევინარჩუნოთ სილამაზე, ჯანმრთელობა და ფიგურა.
თუ წონის სერიოზული პრობლემები გაქვთ, თავდაპირველად ინდივიდუალურად უნდა შეარჩიოს სპეციალისტმა თქვენთვის კვების რეჟიმი, რომელიც მთლიანად თქვენზე იქნება მორგებული.
ზამთარში ჯანსაღი პროდუქტებით გამდიდრებული დიეტის შერჩევა არც ისე რთულია.
გაგაცნობთ რამდენიმე ძირითად წესს, რომელიც ზამთრის სეზონზე უნდა გაითვალისწინოთ:
არ დაგავიწყდეთ, რომ სუფთა წყალი მიიღოთ. ზამთრის პერიოდში ადამიანს წყლის მოთხოვნილება ნაკლებად აქვს ზაფხულთან შედარებით, მაგრამ 1,5, 2ლ არაგაზირებული წყალი დღის განმავლობაში ნორმაა.
ეს ჯანმრთელი ცხოვრების საწინდარია და შედეგად მეტაბოლიზმს თავიდან აირიდებთ.
დილა უნდა დაიწყოთ შემთბარი წყლით, რომელშიც ლიმონს გაურევთ.
დღის განმავლობაში 1 ჭიქა შეგიძლიათ საათში ერთხელაც დალიოთ.
ნახშირწყლები შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ, ანუ ტკბილეულის შეცვლა შეგიძლიათ ბოსტნეულით.
ბურღულეული, მაკარონი, ენერგიას შეგმატებთ და დაგეხმარებათ, რომ შიმშილის გრძნობამ არ შეგაწუხოთ.
ნახევარფაბრიკატები, გაზიანი სასმელები, ხელს უწყობს წონაში სწრაფად მატებას, რაც ნიშნავს რომ სჯობს თავი შორს დაიჭიროთ.
ომეგა 3- სილამაზის და ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია.
ის დადებითად აისახება კანზე, ფრჩხილებზე, ორგანიზმში აღმდგენ ფუნქციებთანაა კავშირში და ასევე თმასაც აჯანსაღებს.
მიირთვით თევზი, ნუში, კაკალი, ზეითუნის ზეთი..
მიირთვით მწვანილი, რადგან ის შიმშილის შეგრძნებას ყველაზე მეტად აგარიდებთ.
თუ გსურთ, რომ ჯანსაღად გამოიყურებოდეთ და სპორტდარბაზსაც არ სტუმრობთ, მაშინ თევზი, ქათამი, კვერცხი და უცხიმო ხაჭო უნდა მიირთვათ. ცხადია თუ დიეტას იცავთ კონტროლი არ უნდა დაკარგოთ.
რა სახეობის ხილი და ბოსტნეული უნდა მიიღო ზამთარში, რომ იმუნიტეტი გაგიუმჯობესდეს და ორგანიზმი ვიტამინების ნაკლებობას აღარ განიცდიდეს?
მიირთვით:
- მოცვი
- მანდარინი
- ფორთოხალი
- გრეიპფრუტი
- ლიმონი
- ბროწეული
- კივი
- ბანანი
- ვაშლი
რა უნდა მიირთვათ ზამთარში, რომ გაიუმჯობესოთ იმუნიტეტი?რა თქმა უნდა გიშველით ჯანჯაფილი! მისი დამატება ჩაიშიც შეგიძლიათ და სალათებშიც.
ასევე, არ დაგავიწყდეთ თქვენს რაციონში დაამატოთ: ნიორი, შავი პილპილი, დარიჩინი, მუსკატის კაკალი.
წყარო