დიეტა / ფიტნესი

წონაში მოსამატებელი 4-დღიანი დიეტა, რომელიც ჯანმრთელობის გაუმჯობესებაშიც დაგეხმარებათ

წონაში მოსამატებელი 4-დღიანი დიეტა, რომელიც ჯანმრთელობის გაუმჯობესებაშიც დაგეხმარებათ
არაერთი დიეტა არსებობს, რომელიც წონაში დაკლების მსურველთათვის არის გათვლილი, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია ვიცოდეთ სხვა დიეტების შესახებაც.
  • ბევრ ქალბატონს წონის პრობლემა იმას ახსენებს, რომ სასურველ ნიშნულს ვერ უახლოვდება და ძალიან გამხდარია.
  • როცა საქმე წონაში მოსამატებელ დიეტას ეხება, ზომიერების დაცვაა საჭირო. ნუ შეშინდებით, რომ ძალიან გასუქდებით ან რამე მსგავსი მოხდება. მთავარია, ინსტრუქციას ზუსტად მიჰყვეთ და როცა დაინახავთ, რომ უკვე საჭირო დოზით მოიმატეთ, დიეტას შეეშვათ.
დიეტა, რომელსაც ახლა წარმოგიდგენთ, თქვენი კანის სტრუქტურასაც გააუმჯობესებს.
გაითვალისწინეთ, რომ მისი დაცვა მხოლოდ 1 კვირითაა
რეკომენდებული და დაუშვებელია, რომ გადააბათ.
არ გეკრძალებათ გაზიანი წყლის მიღება და ჩვეულებრივი წყალიც შეუზღუდავი რაოდენობით შეგიძლიათ მიიღოთ. ამ დიეტის დაწყებისას გაითვალისწინეთ, რომ რაც მეტ წყალს მიიღებთ, უკეთესია.


პირველი დღე
საუზმე: გახუხული პური 3 ცალი, თაფლიანი რძე 250 მლ.
მეორე საუზმე: პური ნაღების კარაქით, 3-4 ნაჭერი პომიდორი და უშაქრო ყავა (200-250 მლ)
სადილი: სუპი, მოხარშული თევზი 200 გრ, გამომცხვარი კარტოფილი 150 გრ-მდე, სტაფილოს სალათა მაიონეზით 100 გრ, ჩაი შაქრის გარეშე 250 მლ.
სამხარი: ჩირი, ხილის წვენი 250/300 გრ
ვახშამი: კატლეტი 100 გრ, მოხარშული ბრინჯი 200 გრ, ნიგოზი - რამდენიმე ცალი. ვიმეორებთ, ჩაი შაქრის გარეშე იგივე გრამობით.


მეორე დღე
საუზმე: ჭვავის პური 3 ნაჭერი, 1 ს/კ თაფლი. 
მეორე საუზმე: შვრიის ბურბუშელა, რომელსაც შეგიძლიათ რძე დაუმატოთ 150 გრ, 4-5 ცალი შავი ქლიავი, უშაქრო ყავა 250 მლ.
სადილი: ბორშჩი 250 მლ, შვრიის ფაფა 100 გრ, ბეკონი, 2 ცალი ფორთოხალი, ჩაი შაქრის გარეშე 250 მლ.
სამხარი: ნიგოზი 6 ცალი, ნუში 4 ც, არაქისი 8 ც. 
ვახშმად: შემწვარი ქათამი 150 გრ, დაკონსერვებული ბარდა (მწვანე), ბოლოკი 200 გრ,
ლეღვი 4 ც, თაფლი 1 ს/კ, ჩაი შაქრის გარეშე 250 მლ.


მეექვსე დღე
საუზმე: ფორთოხალი 1-2 ცალი, არაქისი 7 ც, არაგაზირებული ან გაზირებული წყალი 250 მლ.
მეორე საუზმე: ღორის ან ძროხის ხორცი, შემწვარი ან შებოლილი 100 გრ, ბოსტნეულის სალათა 100 გრ, ლეღვი 4 ც, ნიგოზი 5 ც, ყავა შაქრის გარეშე იმავე რაოდენობით, რა რაოდენობითაც ჩაის სვამდით.
სადილი: სოკოს სუპი 200 მლ, კატლეტი (ძროხის ან ღორის ხორცის) 100 გრ,
პური 1 ნაჭერი, მოხარშული ბროკოლი 100 გრ, 1 ც გახეხილი სტაფილო ლიმონის წვენითა და შაქრით, ვაშლი 2 ცალი, ჩაი შაქრის გარეშე 250 მლ.
სამხარი: ნიგოზი 5 ც, ნუში 3 ც, არაქისი 7 ც, ხილის წვენი იმავე რაოდენობით.
ვახშამი: ბიფშტექსი 100 გ, კარტოფილის პიურე 150 გ, პური 1 ნაჭერი (სურვილისამებრ, ქატოსიც შეიძლება), ატამი 3 ც, უშაქრო ჩაი 250 მლ.


მეშვიდე დღე
საუზმე: ყველიანი ბუტერბროდი 2 ც, მინერალური წყალი 250 მლ. 
მეორე საუზმე: შვრიის ან სიმინდის ბურბუშელა რძით 100 გ, მცენარეულ ზეთში შემწვარი ღორის ხორცი 100 გ, რძიანი ან ურძეო შოკოლადი 150 გრ, უშაქრო ყავა. 
სადილი: ბორშჩი 250 მლ, ხახვთან ერთად მოთუშული ღორის ხორცი 100 გ, ფაფა შვრიის ან წიწიბურის 200 გრ, 2 ნაჭერი პური, 5 ც შავი ქლიავი, უშაქრო ჩაი.
სამხარი: 1 ც გრეიპფრუტი, ვაფლი 100 გრ.
ვახშამი: კატლეტი 100 გ, ბოსტნეულის სალათა, 2 ც ბანანი, თაფლი 1 დესერტის კოვზი, ჩაი უშაქრო 250 მლ.

გისურვებთ წარმატებებს!

ბეჭდვა
e87a93