წონაში დაკლებას მოტივაცია რომ სჭირდება ეს ახალი ამბავი არ არის. ზოგჯერ ამ ნაბიჯის გადასადგმელად კი ერთი უსიამოვნო ეპიზოდიც კი საკმარისი შეიძლება აღმოჩნდეს.
მე 32 წლის ვარ. 2 შვილის დედა ვარ და საბავშვო ბაღში მასწავლებლად ვმუშაობ.
140 კილო ვიყავი, როცა მივხვდი რომ აუცილებელი იყო რამე მომემოქმედებინა და ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ ჩემი ახლანდელი მდგომარეობისთვის მიმეღწია.
ჩემი ისტორია
მე ყოველთვის ვიტანჯებოდი საკვების გამო. 2013 წელს, როდესაც ჩემი მეუღლე გავიცანი, ის მხოლოდ 65 კგ-ს იწონიდა. მას შემდეგ ორივემ მოვიმატეთ, თუმცა მე განსაკუთრებით, რადგან ფეხმძიმობის პერიოდში 30 კგ-ზე მეტი მქონდა მომატებული.
როდესაც მეორე ბავშვი გავაჩინე ამ წონას კილოგრამები კიდევ დაემატა. ჩემს გოგონას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და სტრესში ვიყავი, რაც ისევ და ისევ მომატებისკენ მიბიძგებდა.
ასე და ამგვარად სასწორი ჩემთვის უსიამოვნო საგანი გახდა.
მე ხშირად მივირთმევდი სწრაფი კვების ობიექტებში მომზადებულ საკვებს და ფუნთუშებს. მქონდა წნევის პრობლემა და სარკეში ჩახედვაც აღარ მინდოდა.
როგორ შეიცვალა ყველაფერი
შეიძლება ორსულობის დროს მომატებული კილოგრამების გამო სხვა რამეს ფიქრობდეთ, მაგრამ რომ არა ბავშვები მე წონაში ვერ დავიკლებდი.
ბოლოს უკვე მრცხვენოდა მათი. დისნეილენდში ინვალიდის ეტლში ვიჯექი და ისე ვათვალიერებდით ყველაფერს. ჭარბი წონისგან და ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო უკვე სიარულიც აღარ შემეძლო და მოტივაციაც აღარ მქონდა.
კლუბში, რომელშიც მოვხვდი წონაში დასაკლებად მისული ქალბატონები მრავლად იყვნენ. მაგრამ ინდივიდუალური მომსახურებაც იყო და მწვრთნელი ყურადღებას კონკრეტულ ადამიანს აქცევდა, რაც ძალიან მოსახერხებელი აღმოჩნდა.
თავიდან უბრალოდ ვარჯიში დავიწყე, მაგრამ დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ მეტიც შემეძლო. მწვრთნელთან ხშირად კამათიც მიწევდა, რამაც საბოლოოდ მოტივაციაც კი შემმატა.
დამეხმარნენ დიეტის დაწყებაშიც. შევამცირე ნახშირწყლების რაოდენობა საკვებ პროდუქტებში, რომლებსაც მივირთმევდი. უარი ვთქვი სწრაფი კვების ობიექტებში მომზადებულ საკვებზე, შემწვარ პროდუქტებზე, შაქრიან პროდუქტებსა და ალკოჰოლზე.
6 კვირის მანძილზე 11 კილო დავიკელი და მივხვდი, რომ დარბაზში ვარჯიში მომეწონა.
დავიწყე იმ სურსათზე არსებული ეტიკეტების შესწავლა, რასაც ვყიდულობდი. ლიფტის გამოყენების ნაცვლად კიბეზე ასვლა დავიწყე. აღარ მივირთმევდი საჭმელს ღამით და არც წვეულებებზე.
გავიდა კიდევ 6 თვე და 50 კილოგრამი მოვიშორე. სასწორის დანახვა უკვე ცუდად აღარ მხდიდა.
შემდეგ დავიწყე კალორიების გამოთვლა, კიდევ უფრო შევზღუდე ნახშირწყლების რაოდენობა და საბოლოო შედეგამდე მივედი.
როგორია ჩემი კვების რაციონი ამჟამად: