მაია ბარათაშვილმა წონაში ძალიან დაიკლო და არჩვეულებრივ ფორმაშია. ის „მარაოს“ მკითხველს უზიარებს თავისი წონაში კლების საიდუმლოს.
მაია ბარათაშვილი:
- არ ვდიეტობ, სწორ კვებას მივდევ. ტკბილი და ნამცხვარი საერთოდ ამოვიღე ჩემი რაციონიდან. კომბინირებული საჭმელი არ უნდა მიირთვათ. ხაჭაპური, იცით, რატომ ასუქებს? ცილა, ნახშირწყალი და ცხიმი არის ერთად და ეს ყველაფერი ლაგდება გვერდებში. ჭამას ვიწყებ დილიდან. მივირთმევ ხილს, ბოსტნეულს. სამას გრამზე მეტი კუჭში არაფერი არ უნდა ჩავიდეს. ეს არ არის მარტივი, მაგრამ მიჩვევის ამბავია. სამ საათში ერთხელ კვება, ტკბილი მთლიანად უნდა ამოიღოთ. თუ ძალიან მოგინდათ პატარა ჩურჩხელაც შეიძლება, ოღონდ ბევრი არ მოგივიდეთ, ძალიან კალორიულია. ან თაფლი და ნიგოზი ერთად - გოზინაყის სახეცვლილი ფორმაა. სასურველია, შვიდი საათის მერე არ ჭამოთ.
ამ ყველაფერს ვარჯიშს თუ ახმართ?
- ყველაზე მეტად, რაც მეხმარება, ეს არის ფეხით სიარული. დღეში რვა კილომეტრს დავდივარ ფეხით. დაკავდით, მეგობრებო, ჭამის დრო არ გექნებათ და ჭამაზე არ იფიქრებთ. სახლში რომ ხართ, სულ რაღაცას იცმუცნებით. თუ შეჭამთ რამეს, გადით, იარეთ ფეხით და ჭამა არც გაგახსენდებათ. დიდი ხანია, მე ასე ვცდილობ და ვინარჩუნებ ფორმას.
ხათუნა კორთხონჯია