მინუს 72 კილო 1 წელიწადში: როგორ მივაღწიე შედეგს მარათონით

მინუს 72 კილო 1 წელიწადში: როგორ მივაღწიე შედეგს მარათონით
ჭარბი წონა ხშირად პრობლემად იქცევა და ჯანმრთელობას აზიანებს. ჩვენმა გმირმა ყველაფერი დაიწყო მცირე შეტევით და ახლა იგი მზად არის გაგვიზიაროს თავისი შესანიშნავი შედეგი.
"მე 25 წლის ვარ, ამჟამად ვმუშაობ ოფისში, მენეჯერად. ექიმთან უსიამოვნო საუბრის შემდეგ ისე გავბრაზდი, რომ 70 კილო დავიკელი."

ჩემი ამბავი
ჭარბი წონის პრობლემა მრავალი წლის განმავლობაში ჩემი თანმდევი იყო. მახსოვს, ზაფხულში არდადეგებზე მკაცრი დიეტის რეჟიმს ვიცავდი და შემოდგომაზე იგივე წონას დავუბრუნდი.
მოგვიანებით მივხვდი, რაში მდგომარეობდა პრობლემა: მე თავს მეტისმეტად ვიზღუდავდი, თავიდან ძალიან
ცოტას ვჭამდი და ვნებდებოდი, ვიდრე პროგრესს დავინახავდი.
ერთი წლის წინ ძლიერი თავის ტკივილი დამეწყო, რასაც მხრების ტკივილიც უძღოდა.
შევშინდი და ექიმთან წავედი. აღმოჩნდა, რომ უკვე 150 კილო ვიყავი. წონის გამო უკვე ყველაფერი მაწუხებდა.

დიახ, ვცადე თავი გამემართლებინა და ექიმს ვუთხარი, რომ ბევრ ყავას ვსვამდი, რამაც არტერიული წნევის მომატება გამოიწვია, მაგრამ ვის მოვატყუებდი?
სახლში მისვლისთანავე, ჩემ მეუღლესთან დავიჩივლე, რომ ცუდად ვიყავი და ყველაფერმა დამღალა. მან მიპასუხა, რომ ჩემ ყველანაირ წამოწყებას მხარს დაუჭერდა.
სწორედ მან მაპოვნინა რეცეპტები, რომლებიც ჯანსაღი საკვების მიღებას გულისხმობდა და ერთი კვირის შესაბამისი მენიუ შევადგინეთ.
დასაწყისისთვის, ცუდი ჩვევები უნდა დამევიწყებინა: მე თვითონვე ავუკრძალე ჩემ თავს სწრაფი კვების ობიექტებში სიარული.
ერთი თვის შემდეგ, მე დავიწყე კეტოდიეტა, რომელიც შესანიშნავად ერგებოდა ჩემს ნერვულ სისტემასაც და ცხოვრების სტილსაც.

რასაც ახლა მივირთმევ:
  • საუზმე: კვერცხი, ძეხვი, ყავა.
  • სადილი: ხორცი ბოსტნეულით.
  • შემდეგ: იოგურტი კენკრით, ყველი.
  • ვახშამი: სტეიკი, რომელსაც შემიძლია ნაკლებკალორიული ნებისმიერი კერძი დავაყოლო.
ჩემი ვარჯიშები
უფრო მეტად ნახშირწყლებს ვიღებ, რადგან ვვარჯიშობ და ძალების მოკრებაში მეხმარება. ტროტუარის გასწვრივ ვმოძრაობ და ნელ-ნელა სისწრაფეს მოვუმატე. სხვა დღეებში კი დარბაზში ვარ სავარჯიშოდ.

რა დამეხმარა
მე დავისახე არა მხოლოდ ერთი დიდი მიზანი, არამედ ბევრი პატარ-პატარა მიზნებიც. წლის გეგმა შევადგინე. დავწერე, რომ 60-კგს მოცილება მინდოდა. დაუჯერებლად გამოიყურებოდა, მაგრამ მე მოვახერხე არა მხოლოდ გეგმის შესრულება, არამედ 10 კგ-ზე მეტის მოცილებაც.
წონის დაკლებისთვის განსაზღვრული გეგმა მაცივარზე მივაწებე და მოტივაცია მომემატა. წელს კი გადავწყვიტე მარათონში მიმეღო მონაწილეობა, რაც ძალიან დამეხმარა!
რაც მთავარია - გაცილებით ენერგიული გავხდი, ვიდრე ადრე ვიყავი.
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93