ჯენიფერ ლოპესის დიეტა და კვების რაციონი - Marao

ჯენიფერ ლოპესის დიეტა და კვების რაციონი

2020-03-24 11:19:12+04:00


2019 წლის ივლისში მთელი მსოფლიო განიხილავდა იმას, რომ ჯენიფერ ლოპესს 50 წელი შეუსრულდა. მის სახეზე კი ვერცერთ ნაოჭს, პიგმენტურ ლაქასაც კი ვერ იპოვით, სხეულზე ლაპარაკიც ზედმეტია - ეს ყველაფერი კი ორი ტყუპის გაჩენის შემდეგ.

Image result for Питание Дженнифер Лопес

ჯეი ლო საერთოდ არ მალავს თავისი გარეგნობის საიდუმლოს: სწორი კვება, სპორტი და ძილი - სულ ეს არის მისი საიდუმლო. ამასთანავე, მომღერალი მუდმივად უზიარებს თავის გამომწერებს კვების რაციონს. მზრუნველი დედა, მსახიობი, მომღერალი, პროდიუსერი, მოცეკვავე და საკუთარი ბრენდის მფლობელი გვარწმუნებს, რომ არასდროს ყოფილა მკაცრ დიეტაზე. ამავდროულად, მას მოსაწყენ ჯეი ლოს ეძახიან ჰოლივუდში, ვინაიდან არ სვამს ყავას, არ ეწევა, არ ეკარება ალკოჰოლს, განსაკუთრებული შემთხვევების გარდა. ეს კი პირველი მიზეზია, რის გამოს მისი კანი შინაგანად მუდამ ანათებს.

დღის განმავლობაში 1.5 ლ წყალს სვამს, თუმცა სიმსუბუქისთვის სმუზისაც მიირთმევს. ძალიან უყვარს სასუსნავით თავის განებივრება, თუმცა მისი დღიური ნორმა არ აღემატება 1400 კილოკალორიას.

სმუზის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

  • 1 ბანანი
  • 100 გ მარწყვი
  • 30 გ ჟოლო
  • 30 გ მოცვი
  • 200 მლ ნატურალური იოგურტი
  • 0.25 ჩაის კოვზი კოჭა
  • 0.5 ჩაის კოვზი თაფლი
  • 0.5 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი
  • 50 გ ყინული
Image result for Питание Дженнифер Лопес

დიეტოლოგი კერი გლასმენი აღნიშნავს, რომ „კომბინირებული პროტეინი, იოგურტი და ნახშირწყლები კენკროვანებში არა მარტო ენერგიას გჩუქნით, არამედ განაყრებთ“. ეს ერთადერთი საუზმეა, რომელიც უნდა მიიღოთ შუადღემდე.

Image result for Питание Дженнифер Лопес

სადილი: ბოსტნეულის სალათა

მწვანილი ორგანიზმს ანტიოქსიდანტებით ავსებს, ამასთანავე, დაბალკალორიულია. ისპანახის, კომბოსტოს რეგულარული მიღება დიდი რაოდენობით, სხეულის ყველა უჯრედში დაბერების პროცესს ანელებს.

Image result for Питание Дженнифер Лопес

დაგჭირდებათ:

  • სალათის კომბოსტოს შეკვრა
  • 2 სუფრის კოვზი მოხალული გოგრის თესლი
  • 1 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი
  • 2 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი
  • ხახვი-შალოტი
  • მარილი და წიწაკა გემოვნებით
Image result for Питание Дженнифер Лопес

ვახშამი: გამომცხვარი ქათმის მკერდი

საიდუმლო არ არის, რომ დიეტოლოგები ხშირად დღის დასრულებას ცილებით გვირჩევენ. ჯეი ლოც მათ რჩევას ითვალისწინებს და უპირატესობას სწორედ ქათმის ხორცს ანიჭებს.

დაგჭირდებათ:

  • ქათმის მკერდი კანის გარეშე
  • 200 გრამი ბრიუსელის კომბოსტო
ქათმის ფილე გამოაცხვეთ ქურაში ან გრილზე. გამოიყენეთ საყვარელი საკმაზები, ბრიუსელის კომბოსტო კი მასთან ერთად გამოაცხვეთ. დაუმატეთ ცოტაოდენი ზეთი. ბოლოს კი მომღერალი საყვარელ შოკოლადის ორცხობილებს მიირთმევს.

Image result for Питание Дженнифер Лопес

როცა მომღერალი გამოსვლისთვის ემზადება, ცდილობს, რაციონიდან სრულად ამოიღოს შაქარი და ყველა ნახშირწყალი. ასეთ დროს მის რაციონში შეხვდებით: კვერცხს, ინდაურის კატლეტს, შემწვარ ბრინჯს ყვავილოვან კომბოსტოსთან და ავოკადოსთან ერთად, სეზონურ ბოსტნეულს და ხახვთან ერთად გამომცხვარ სოკოს.

ზოგიერთი დიეტოლოგი, კერი გლასმენის მსგავსად, თვლის, რომ საჭმლისადმი ასეთი მიდგომა ქებას იმსახურებს, თუმცა რჩევის სახით ცხიმების დამატებასაც გვირჩევენ.

Image result for Питание Дженнифер Лопес

წყარო