"სხეული სახლია, ციხე კი არა" - როგორ დავიკელი 38 კილო და გავიმარჯვე საკუთარ გამოსახულებაზე

"სხეული სახლია, ციხე კი არა" - როგორ დავიკელი 38 კილო და გავიმარჯვე საკუთარ გამოსახულებაზე
ჩვენმა გმირმა გადაწყვიტა, შეეცვალა ცხოვრება მაშინ, როცა სარკის წინ ცრემლებს იწმენდდა.
როგორც თავად ამბობს, ის ამას არასდროს ინანებს.
"27 წლის ვარ. მედდად ვმუშაობ. ერთხელ დილით გამეღვიძა და მივხვდი, რომ ვეღარ ვიცხოვრებდი ასე, ანუ საკუთარი თავის სიძულვილთან ერთად. შემდეგ დავიწყე სწორი კვება, ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების გამოთვლა და შედეგად 38 კილო დავიკელი.

ჩემი ამბავი
ყველაფერი დაიწყო იმით, რომ შუა ხნის ასაკში სკოლისთვის ტანსაცმლის შერჩევა გამიჭირდა. მე და დედა საყიდლებზე წავედით, მაგრამ ვერაფერი ვიშოვეთ. დავკავდი სპორტით. ყველაფერი
გამოსწორებისკენ მიდიოდა, მაგრამ ინსტიტუტში სწავლის პერიოდში კვების რეჟიმი შემეცვალა, რამაც სერიოზული გავლენა იქონია.
წლების განმავლობაში მხოლოდ უარესობისკენ მივდიოდი. აღარ მინდოდა ახალი ტანსაცმლის ყიდვა, ვარცხნილობის გაკეთება, შვებულების აღებაც კი.

როგორ შეიცვალა ყველაფერი
ერთხელ, დილით საწოლიდან წამოვდექი. ვტიროდი და ამ დროს სარკეში ჩავიხედე. იმ მომენტში რაღაც გარდატეხა მოხდა ჩემს თავში და მაღაზიაში წავედი, რათა ჯანსაღი პროდუქტები შემეძინა.
ვიცოდი, რომ დიეტას შესაძლოა ჩემთვის მაქსიმალური შედეგი არ მოეტანა, თუ ერთ თვეში შევისვენებდი. ამიტომ შევადგინე საჭმლის ჩამონათვალი, რომელიც მომწონს და დავიწყე ერთგვარი მონიტორინგი.
მომწონდა დათვლა (ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების), ვიდრე კალორიების, რადგან უკეთ მესმოდა, რა არის კარგი ორგანიზმისთვის და რა პირიქით. საკვებზე განსაკუთრებული აკრძალვები არ მაქვს, მთავარია, ერთი ნაჭრის მაგივრად მთელი პიცის მირთმევა არ გადაწყვიტოთ!

რასაც ახლა მივირთმევ:
  • საუზმე: ყველი, ხილი, ბეკონი.
  • სადილი: ქათამი ბრინჯისა და ბოსტნეულის გარნირით.
  • შემდეგ: ყველი, ბანანი, სტაფილო, კვერცხი.
  • ვახშამი: ინდაური ყველით და ბოსტნეულით.
ჩემი ვარჯიშები
ჩემთვის დიდი სიურპრიზი იყო არა მხოლოდ ის, რომ სპორტულ დარბაზში სიარული დავიწყე, არამედ ისიც, რომ ახლაც ვღებულობ მონაწილეობას კონკურსებში! კვირაში ოთხჯერ ვვარჯიშობ, შესვენებებით, რომ ჯანმრთელობას ზიანი არ მივაყენო.
ვარჯიშების წყალობით თავს უკეთესად ვგრძნობ და ეს თავდაჯერებულობას მმატებს. გარდა ამისა, ყოველთვის შეგიძლიათ ახალი მიზნების დასახვა.

ის, რაც დამეხმარა
მე მესმოდა, რომ გამოუვალი სიტუაცია არ არსებობს, რომ ეს ნამდვილად მოგვარდება. არავინ უნდა ტიროდეს სარკეში ჩახედვის დროს! სხეული არ არის ციხე, ის ჩვენი სახლია და მასზე უნდა ვიზრუნოთ".
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 1 /
მარიამი
11 წლის ვარ და 60 კილო ვარ ეს ვარჯიში მიშველის?/
19:40 / 02-03-2020
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93