იტალიელი მსახიობი სოფი ლორენი მსოფლიოში ცნობილი ლამაზმანების სიაში საპატიო ადგილს, ასაკის მიუხედავად, მყარად ინარჩუნებს. შეგახსენებთ, რომ მსახიობს 85 წელი შეუსრულდა. რაში მდგომარეობს იტალიელი მსახიობის მშვენიერი ფორმების საიდუმლო სინამდვილეში?
სოფი იცავს გარკვეულ წესებს კვების კუთხით და დიდ დროს ხარჯავს თავის მოვლის პროცედურებზე. მსახიობი დარწმუნებულია, რომ უფრო მარტივია თავის მოვლა, ვიდრე მომატებული კილოგრამების დაკლება. ამიტომ მისი ყოველდღიური რაციონი სპეციალურად მასზეა მორგებული და დაბალანსებული.
სოფი ლორენის კვების წესები
როგორც ყველა იტალიელი, სოფის უყვარს გემრიელად კვება. თუმცა მისი ულუფების რაოდენობა მცირე და ხშირ შემთხვევაში, დიდი რაოდენობით ხილისა და ბოსტნეულისგან შედგება. მსახიობის კვების რაციონში არ არსებობს სასუსნავები და მავნე საკვები. თვეში ერთხელ კი
3-დღიან დიეტას იცავს, კალორიების დათვლით.
სოფი ლორენის მაკარონის დიეტა
მაკარონი - მთავარი პროდუქტი 3-დღიანი კვების რაციონში, რომელიც უწყობს ხელს ფორმების შენარჩუნებას. ერთი შეხედვით წარმოუდგენელია, მაგრამ იტალიელები დიეტებში ხშირად მაკარონს აუცილებელ პროდუქტად მიიჩნევენ.
პირველი დღე
- მსახიობის საუზმე 150 მლ ფორთოხლის წვენს და 1 მოხარშულ კვერცხს შეიცავს. სადილად მიირთმევს ბოსტნეულის სალათას და 100 გრამ ინდაურს ყველთან ერთად. ვახშამი კი საკმაოდ მსუბუქია: 130 გრამი პასტა კრევეტებით და სალათა ისპანახის ფოთლებით. კრევეტებში შეზღუდვა არ აქვს, უმჯობესია ზღვის პროდუქტები შეწვათ ზეითუნის ზეთში. დესერტად კი ერთ ხილს მიირთმევს.
მეორე დღე
- საუზმეზე მსახიობი 250 მლ უცხიმო რძეს მიირთმევს. სადილი - ბოსტნეულის სალათა და ყველი. ვახშამი - მწვანე სალათა და 130 გრამი მაკარონი ქათმით. დესერტი - ერთი ხილი, მაგალითად, მსხალი.
მესამე დღე
- დილა იწყება ტოსტით და ყველით, სადილი - 120 გრამი სალათა ქათმით. ვახშამი - ლაზანია უცხიმო ყველთან და მწვანე სალათთან ერთად. დესერტად 1 ვაშლი.
უჩვეულო დიეტაში სოფი დიდ ყურადღებას აქცევს მაკარონის შერჩევის პროცესს. პასტა უნდა იყოს მომზადებული ხორბლის განსაკუთრებულად მყარი სახეობით.
სოფი ლორენის ჩვევები
ყოველდღიურ რუტინაში მსახიობი მარტივ წესებს ითვალისწინებს, ძილის შემდეგ აუცილებლად მსუბუქ აერობიკულ ვარჯიშებს აკეთებს. ყოველდღიურად მიირთმევს 1 იოგურტს, ხოლო დღეგამოშვებით - რამდენიმე ნაჭერ ანანასს. სოფი უპირატესობას ცივ შხაპს ანიჭებს. ეს ეხმარება სხეულის სიჯანსაღის შენარჩუნებაში. რაც მთავარია, იცავს ძილის რეჟიმს: 23:00 არის ის დრო, როდესაც მსახიობი დასაძინებლად ემზადება. სოფი ლორენი მისაბაძად მშვენიერი მაგალითია. თავის 85 წლის ასაკში მშვენივრად გრძნობს თავს, აგრძელებს კარიერის განვითარებას და თაყვანისმცემლების გახარებას ახალი წარმატებებით.
წყარო