ავოკადო - უნიკალური და გემრიელი ხილია. ადამიანების უმეტესობა დარწმუნებულია მის სასარგებლო თვისებებში, ვინაიდან ეს მწვანე ნაყოფი მდიდარია გამაჯანსაღებელი და სასარგებლო ცხიმებით. თუკი ეძებთ წონის დასაკლებ საშუალებას, ავოკადო ამ მისიას ბევრად გაამარტივებს!
ეს მწვანე ხორციანი მექსიკური ხილი შეიცავს 322 კალორიას და 29 გრამ სასარგებლო ცხიმს, 13.5 გრამ საკვებ დანამატს და მდიდარია А, Е, К და С ვიტამინებით, კალციუმით და რკინით. დაკვირვებებმა აჩვენა, რომ ცხიმის შემცველობა ავოკადოს კალორიების დაწვაში უნიკალურს ხდის. ასევე სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და კანის, თმის პრობლების მოგვარებაში, ართრიტისა და კიბოს წინააღმდეგ.
ავოკადოს დიეტის მენიუ
- საუზმე: ნახევარი ავოკადოს შიგთავსი აურიეთ დაჭრილ მწვანილთან ერთად, წაუსვით 1 ბრინჯის პურს, დაუმატეთ 200 გრამი უცხიმო ხაჭო და ჭიქა მწვანე უშაქრო ჩაისთან ერთად მიირთვით.
- სადილი: ერთი თეფში მსუბუქი ბოსტნეულის წვნიანი, მწვანილებით გაჯერებული სალათა, 1 ავოკადო, კიტრი, 1 მოხარშული კვერცხი, შეკმაზული ზეითუნის ზეთით და ლიმონის წვენით.
- სამხარი: ერთი ცალი ავოკადოს სმუზი და ნახევარი ნებისმიერი ციტრუსი.
- ვახშამი: ნახევარი ავოკადო, 150 გრამი გამომცხვარი უცხიმო თევზი, 250 მლ უცხიმო კეფირი.
კვების ეს რეჟიმი გაწმენდს ორგანიზმს შლაკებისგან, გააახალგაზრდავებს უჯრედებს, შეუწყობს ხელს სწორად ფუნქციონირებაში. ავოკადოს დიეტით დაიკლებთ 2-3კილოგრამს კვირის განმავლობაში.
წახემსებები და მენიუდან გადახვევა არ არის რეკომენდებული. დაუშვებელია ალკოჰოლური სასმელები, შაქარი, თეთრი პური, მაკარონი ფქვილისგან, გაზიანი სასმელი და ტკბილეული. მინერალური წყალი, მწვანე ჩაი მიიღეთ ნებისმიერი რაოდენობით, იმისათვის, რომ ორგანიზმი უფრო მალე გაიწმინდოს ტოქსინებისა და შლაკებისგან.
წყარო