ჭარბი წონა ზოგჯერ ჩვენი პატარ-პატარა ცუდი ჩვევების დამსახურებაა. მივირთმევთ საკვებს ღამით და ვივიწყებთ იმას, თუ ჩვენს ქცევას რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს.
თუ თქვენ მიზნად დაისახეთ, რომ წონაში დაიკლოთ, უარი თქვით პატარ-პატარა მავნე ჩვევებზე დიდებული შედეგის მისაღწევად.
”მე ლიზა ვარ, 25 წლის. გრაფიკოს-დიზაინერი ვარ და ამჟამად ჩემი პროფესიით ვმუშაობ. მე გადავწყვიტე, წონაში დამეკლო და ეს ჩემი შეყვარებულის ქორწილამდე უნდა მომესწრო.
სწორედ ამიტომ მივმართე დიეტას, რომელიც დაბალკალორიული საკვების მიღებას და ცხიმების შემცირებას გულისხმობდა. დიდი მონდომების შედეგად, 30 კილო დავიკელი.
ჩემი ამბავი
ჩემი წონა და გარეგნობა ჩემთვის ტანჯვის საგანი გახლდათ. ჯერ კიდევ არ ვარ დარწმუნებული იმაში, ვაკონტროლებ თუ არა ჩემს ცხოვრებას, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, თავს უკეთესად ვგრძნობ.
ეს ყველაფერი მუდმივი დაღლილობის განცდით დაიწყო. 20 წლის ასაკში უცნაურია ქოშინი, რომელსაც კიბეებზე ასვლა-ჩასვლა იწვევდა. მაშინ 105 კგ-ს ვიწონიდი. შემდეგ კი ჩემმა საუკეთესო მეგობარმა შემაგულიანა. ის ჩემი მეუღლე უნდა გამხდარიყო და ქორწილისთვის ვემზადებოდით.
ვამჩნევდი, ძალიან წუხდა იმის გამო, რომ ჩემი თავი არ მიყვარდა.
მინდოდა ვყოფილიყავი სრულყოფილი და ქორწილში არავის ეთქვა, ცუდად გამოიყურებაო.
საკვები ჩემი მტერი იყო. ვხვდებოდი, რომ გამოსწორება გამიჭირდებოდა.
მხოლოდ ბოსტნეულის მირთმევა უკვე ძალიან მაღიზიანებდა. ვცდილობდი, არ მიმეღო პური, მაკარონი, სწრაფი კვების ობიექტებში დამზადებული საჭმელები.
საღამოს 7 საათის შემდეგ მაცივრის კარს საერთოდ არ ვეკარებოდი და ნელ-ნელა შევეჩვიე, რომ საღამოს პროდუქტებს აღარ მივირთმევდი.
რასაც დღესდღეობით ჩემი კვების რაციონი მოიცავს:
- საუზმე: ე.წ energy bar ბატონი და იოგურტი.
- სადილი: სპაგეტი ქათმით და ვეგანური სოუსით.
- შემდეგ: კაკალი, ნაყინი, ბანანი.
- ვახშამი: ინდაური ან საქონლის ხორცი სოუსით და ბოსტნეულით.
ჩემი ვარჯიშებიდიეტის დაწყებიდან რამდენიმე თვის შემდეგ გადავწყვიტე, სპორტული დიეტა დამემატებინა. ძალიან მომეწონა ე.წ crossfit და ვარჯიში დიდი სიხარულით დავიწყე. გარდა ამისა, მიყვარდა ველოსიპედით გადაადგილება და გასეირნება. გამოდის, რომ სპორტი არ ნიშნავს ვალდებულებას. მას შეიძლება სიხარულით დავუმეგობრდეთ, ან უბრალოდ სწორი დიეტა შევარჩიოთ!
რა დამეხმარა
10 თვის განმავლობაში 30 კილოგრამი დავიკელი და მშვენიერ პატარძლად გარდავიქმენი.
მე გამოვეთხოვე საბაბებს.
მახსოვს, რატომ მჭირდებოდა ეს ყველაფერი და რამდენად კარგად ვგრძნობდი თავს.
მეშინოდა, რომ წონა ისევ იმავე დღეში ჩამაგდებდა, მაგრამ ეს ასე არ მოხდა. წონაში აღარ ვიმატებ.
ყველა შიში ჩვენი თავიდან მომდინარეობს. მომეწონა ის ფაქტი, რომ მიზნის მიღწევა შემიძლია, ახლა კი ამ უნარის გამოყენება სხვა სფეროებშიც მსურს. მთავარია, იპოვოთ მოტივაცია...
და გაგიკვირდებათ, როცა გაიგებთ, რამხელა შესაძლებლობების გამოვლენა შეგძლებიათ.