5 მარტივი ვარჯიში ორგანიზმის გასაჯანსაღებლად, რომელსაც სახლის პირობებში შეასრულებთ (+ გიფები)

5 მარტივი ვარჯიში ორგანიზმის გასაჯანსაღებლად, რომელსაც სახლის პირობებში შეასრულებთ (+ გიფები)
ვიდეო

ახალ კორონავირუსზე თქვენც გაიგებდით და ალბათ, სახლებში გამოკეტილები ცდილობთ დროის გაყვანას. ამდენი ფილმი, კულინარიული ექსპერიმენტები და სახლის დალაგება მოსაბეზრებელია. ამიტომ დროა, თავის მოვლაზეც ვიფიქროთ და ვირუსისგან შეშინებული და გაზარმაცებული სხეულები ტონუსში მოვიყვანოთ. ხომ გაგიგიათ, ქალი მუდმივად ფორმაში უნდა იყოსო, თან ვირუსთან გამკლავებას კარგი იმუნიტეტი სჭირდება.
სწორი, ჯანსაღი კვება და ყოველ დილით 30-წუთიანი ვარჯიში იმუნიტეტის გაძლიერებასა და სხეულის გაჯანსაღებაში აუცილებლად დაგემარებათ.
გთავაზობთ 5 მარტივ ვარჯიშს, რომელიც სახლის პირობებში სასიამოვნო შესასრულებელია.
ვარჯიშის დაწყებამდე მოსახერხებელი ტანსაცმელი შეარჩიეთ და
სადმე ახლოს ბოთლით წყალიც დაიდგით. აუცილებელია ვიცოდეთ, რომ ვარჯიშისას სხეულზე დატვირთვა უნდა გადავანაწილოთ, რადგან ორგანიზმში თანაბრად შემცირდეს ცხიმები და ნახშირწყლები.

1. ვარჯიში გახურებით დავიწყოთ. ფეხები მხრების სიგანეზე გაშალეთ და ნელა, 15 ნახტომი გააკეთეთ. შემდეგ ცოტა ხანი შეისვენეთ და კიდევ 2-ჯერ გაიმეორეთ იგივე. სხეული გამოფხიზლდება და დანარჩენი 4 ვარჯიშისთვის მზად იქნება.

Jumping Weight Loss GIF by 8fit
2. მრგვალი საჯდომი ყველა ქალს მოსწონს, ამიტომ ამაზეც უნდა ვიმუშაოთ. დადექით და წელში გაიმართეთ, ხელები მკერდთან მიიტანეთ და მუშტები შეკარით, ფეხები მხრების სიგანეზე გაშალეთ და ნელი მოძრაობით საჯდომის ვარჯიში დაიწყეთ. შეეცადეთ, ჩასვლისას საჯდომი უკან გამოწიოთ და ვარჯიშის დროს ქუსლები არ ამოძრაოთ.

Fitness Squat GIF by 8fit
3. ხელები და წელი გაუვარჯიშებელი არ უნდა დაგვრჩეს. თუ ჰანტელები არ გაქვთ, მაშინ დიდი წყლის ბოთლი დაიჭირეთ, 90 გრადუსზე გადაიხარეთ და მარტივი მოძრაობით ხელები გაავარჯიშეთ. არ დაგავიწყდეთ, წელი არ ამოძრაოთ და მაქსიმალური დატვირთვა ხელებზე გადაიტანეთ.
Girl Bend Over GIF by 8fit

4. სკამი ან პატარა მაგიდა გაათავისუფლეთ და ვაჯიშისთვის ახლოს დაიდგით. ერთი ფეხი საშუალო სიმაღლის სკამზე დადეთ, წელში გაიმართეთ, ხელები ზევით ასწიეთ და ნელი მოძრაობით ჩაჯდომები დაიწყეთ. არ ამოძრაოთ წელი და ხელები, აქ დატვირთვა ფეხებზე უნდა წავიდეს.
Girl Home GIF by 8fit

5. როდესაც ბავშვები ვარჯიშს არ გვაცლიან და თან მუცლის ცხიმის შემცირება გვსურს, მარტივი გამოსავალი უნდა მოვძებნოთ. მყარ ადგილას დაწექით, ბავშვებიც ახლოს დაიწვინეთ და პრესის ვარჯიშებში პატარა შეჯიბრება მოაწყვეთ. ხელები კეფაზე დაილაგეთ და მკერდის ზედა ნაწილი სინქრონულად 15-ჯერ წამოსწიეთ, შემდეგ შეისვენეთ და კიდევ 2-ჯერ გაიმეორეთ იგივე. უკვე მუცელიც გავარჯიშებულია.

Mothers Day Family GIF by This Girl Can
არ დაგავიწყდეთ, ყველა ვარჯიშისას ცხვირით შეისუნთქეთ ჰაერი და პირით გამოისუნთქეთ. ასე არ დაიღლებით და ბევრად პროდუქტიულადაც ივარჯიშებთ.

ელენე მეტრეველი
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30
e87a93