"არ ვარ ორსულად!" - ქალის ისტორია, რომელმაც 70 კგ დაიკლო - Marao

"არ ვარ ორსულად!" - ქალის ისტორია, რომელმაც 70 კგ დაიკლო

2020-03-31 13:22:25+04:00


მან იცის მომენტი, საიდანაც დაიწყო პრობლემები და იპოვა საკუთარ თავში ძალა ბედის შესაცვლელად.

"37 წლის ვარ. ვმუშაობ ეპილაციის ოსტატად. ჩემი ცხოვრებიდან რამდენიმე ახლობელი ადამიანის წასვლის შემდეგ მიღებული სტრესის შედეგად საკმაოდ რთული აღმოჩნდა საკუთარ თავში ძალების მოსაკრებად და ცვლილებების მისაღწევად. საბოლოო ჯამში, მე ეს შევძელი და დავიკელი 70კგ-ზე მეტი.

Изображение

ჩემი ისტორია

  • პრობლემები დაიწყო არა ბავშვობაში, არამედ ცოტა მოგვიანებით - 10 წლის წინ. ნარკოტიკებზე დამოკიდებულების გამო დედა გარდამეცვალა, სამი წლის შემდეგ კი პარკინსონის სწრაფი განვითარების შედეგად მამაც დამეღუპა. ერთი წლის თავზე ძმაც დავკარგე, რომელიც ალკოჰოლზე დამოკიდებული იყო. დიდი ხნის განმავლობაში ვცდილობდი მის გადარჩენას, თუმცა ეს ომიც წავაგე. რას აკეთებენ ადამიანები, რომლებიც მუდმივად ახლობლებს კარგავენ? პოულობენ ნუგეშისმომცემ საშუალებებს. ჩემთვის ასეთი საშუალება ჭამა გახდა. დავიწყე უზომოდ ბევრი საკვების მიღება, რაც წელის ტკივილზე აისახა. დამჭირდა ოპერაცია, შედეგად კი  დამაფიქრა, რომ დროა დავიკლო ზედმეტი წონა. მაგრამ ამისათვის ნებისყოფა არ მქონდა.

Renatta Keith (@Avettpearl) | Twitter

როგორ შეიცვალა ყველაფერი

  • როგორც კი ჩავჯექი თვითმფრინავში და იძულებული გავხდი, მომეთხოვა ქამრის დამაგრძელებელი, ტაქსისტმა კი ჩამოფრენისთანავე მკითხა, როდის ვაჩენდი ბავშვს. მე არ ვიყავი ორსულად! ამ ორმა თანმდევმა პროცესმა იძულებული გამხადა, შემეცვალა საკუთარი თავი.
  • მოვსინჯე სხვადასხვა დიეტა, მაგრამ დიდხანს არ ამართლებდა. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ის, რასაც ვჭამდი და არა ის, რომ კომბოსტო ზიზღით უნდა მიმეღო. საბოლოოდ შევჩერდი დაბალნახშირწყლოვან კვებაზე: შესაძლებელი იყო მეჭამა სალათებიდან რამე გემრიელი და არაფერი მეკრძალებოდა, უბრალოდ უნდა გამეკონტროლა საკვების ოდენობა, ჩამეწერა, რას მივირთმევდი.

A Low-Carb Diet And Pilates Reformer Workouts Helped Me Lose Weight

რას მივირთმევ ამჟამად

  1. საუზე: კვერცხი ან ცილოვანი კოქტეილი
  2. სადილი: ხორცი ბოსტნეულით ან სალათით
  3. წახემსება: ყველი, ნიგოზი.
  4. ვახშამი: თევზი ან ხორცი გარნირით.

Изображение

ჩემი ვარჯიშები

  • დავიწყე პირად მწვრთნელთან ერთად ვარჯიში, ის კი მუმდივად მამხნევებს. ზურგის გამო ბევრი ვარჯიში მეზღუდება და არ შეიძლება სიმძიმეების აწევა. დროთა განმავლობაში შევიყვარე პილატესი, რომელიც ეხმარება კუნთებს და ჩემს ზურგს ტონუსში ყოფნაში. ამასთანავე, უკვე მომწონს მთებზე სიარული და მდინარეების გადაცურვა, ეს ძალიან ეხმარება ჩემს გონებას ზედმეტი ფიქრებისგან გაწმენდაში.

Изображение

რა დამეხმარა

  • შევწყვიტე აწონვა და დავიწყე გარშემოწერილობების ჩაწერა. ეს, მერწმუნეთ, უფრო სასიამოვნო და მამოტივირებელია!
  • ჩემთვის მნიშვნელოვანი არა დიეტების დაცვა გახდა, არამედ ფსიქოლოგიური მიდგომის ცვლილება. არ უნდა ეჩხუბოთ საკუთარ თავს ზედმეტი წონის გამო, უბრალოდ უნდა განეწყოთ იმაზე, რომ მოიშოროთ ზედმეტი კილოგრამები. მე დარწმუნებული ვიყავი, რომ ვერ გავხდებოდი და ვერ შევიყვარები ჩემს თავს, მაგრამ ყველაფერი გამომივიდა. ესე იგი, შენც შეძლებ ამას!"

Obese woman, 37, loses 140 pounds after feeling horrified she cou ...

წყარო