ჩვენ შევაგროვეთ გამოსადეგი ვიდეოები, რომლებიც სახლში ყოფნის დროს ვარჯიშში დაგეხმარებათ და სხეულის ტონუსში მოყვანას შეძლებთ. იზოლაციის პერიოდში ჯანმრთელობას განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმოთ. ამიტომ, ეცადეთ, კვება და ვარჯიში ერთმანეთს ისე შეუთავსოთ, რომ შიმშილის გრძნობამ არ დაგტანჯოთ და ბალანსის დაცვაც შეძლოთ.
ადამიანები, რომლებიც „ინსტაგრამზე“ ამ ვიდეოებს აქვეყნებენ, მოხარულები იქნებიან, თუ მათი გამოცდილებით იხელმძღვანელებთ.
პირველი ვიდეო რამდენიმე ნაწილად არის წარმოდგენილი. მთავარი მიზანი: გვქონდეს უფრო ლამაზი ფეხები. აქ ძალიან საჭირო ვარჯიშებს ნახავთ, რომლებიც დაგეხმარებათ.
ეს სახალისო და მამოტივირებელი ვიდეოები კი მათთვისაა, ვისაც დუნდულების და პრესის ვარჯიშები ესაჭიროება.
ამ ვარჯიშებს კი სარელაქსაციო ეფექტიც მოჰყვება. თითოეული მოძრაობა 10-ჯერ უნდა გაიმეოროთ. თუმცა, მე პირადად გირჩევდით, რომ თუ დამწყები ხართ, თავიდან თავი ძალიან არ დაიტვირთოთ, რათა მეორე დღეს ტკივილებმა არ შეგაწუხოთ.
ეს გაკვეთილები კი გამოგადგებათ იმ შემთხვევაში, თუ მთელი სხეულის გავარჯიშება გსურთ და არამხოლოდ კონკრეტული ნაწილის.
მსგავსი ვარჯიშების წყალობით ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ.