ყველამ იცის, რომ ჭარბი წონა ჯანმრთელობას პრობლემებს უქმნის. ჩვენმა გმირმა გადაწყვიტა, თავი დაეღწია არა მხოლოდ ზედმეტი კილოგრამებისთვის, არამედ აღარ დასჭირვებოდა ათასგვარი ვიზიტი ექიმის კაბინეტში. როდესაც მისი სხეული ფორმაში ჩადგა, წნევაც დაურეგულირდა.
31 წლის ვარ. ბავშვებთან ერთად სახლში მიწევს ყოფნა. ბოლო წლების განმავლობაში, წონის გამო ჯანმრთელობასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები დამეწყო. ამიტომ რეალობისთვის თვალი უნდა გამესწორებინა. ჯანმრთელობის პრობლემების აღმოსაფხვრელად 50 კილოგრამის დაკლება გახდა საჭირო. მე ეს შევძელი.
ჩემი ამბავი
როცა თინეიჯერი ვიყავი, ჩვეულებრივი წონა მქონდა. შემდეგ კი დაიწყო პროცესი და ნელ-ნელა ძალიან მოვიმატე. ბევრჯერ მიცდია ზედმეტი კილოგრამებისგან გათავისუფლება, მაგრამ არაფერი გამომდიოდა და ახალ დიეტას უშედეგოდ ვიწყებდი.
შემდეგ ამ ყველაფერს კისტა და ციკლის პრობლემები დაერთო.
უნდა ვაღიარო, რომ უკვე მზად ვიყავი, ექსტრემალური ზომებიც კი მიმეღო. პულსი მუდმივად აჩქარებული მქონდა და სუნთქვის პრობლემებიც დამეწყო. რამდენიმე წლის განმავლობაში ზურგიც საშინლად მტკიოდა. ექიმები სხვადასხვა ვარიანტს მთავაზობდნენ, რომ მემკურნალა, მაგრამ ისინი საბოლოოდ შეთანხმდნენ ერთ რამეზე: მთავარი მიზანი წონაში დაკლება იყო.
როგორ შეიცვალა ყველაფერი
- ჩემი მაქსიმალური წონა 125 კილოგრამი გახლდათ და წონაში დაკლება 2019 წლის დასაწყისში გადავწყვიტე. ვკითხულობდი ათასგვარ წიგნს, რომლებიც კალორიების განაწილებას და წონაში კლებას ეხებოდა; ვაკვირდებოდი „ინსტაგრამზე“ ადამიანებს, ვისაც მოტივაცია გააჩნდა.
- დავიწყე მენიუს დაგეგმვა და წონის კონტროლი. როდესაც გავაცნობიერე, თუ როგორ მუშაობდა ეს მექანიზმი, ყველაფერი გამარტივდა: საყვარელ საკვებს უკვე მცირე პორციებით მივირთმევდი. ეს ჩვევა ჩემი ცხოვრების ნაწილად იქცა.
- გარდა ამისა, ვისწავლე წყლის სწორი რაოდენობით მიღება. მივხვდი, რომ გაზიანი სასმელები ორგანიზმზე ცუდად აისახებოდა, წყალი კი წონაში დაკლებაში მეხმარებოდა.
ჩემი ახლანდელი მენიუ:
- საუზმე: ტოსტები კვერცხით, ლორით და ყველით.
- სადილი: ხორცი ბროკოლით და სხვა ბოსტნეულით.
- შემდგომ: იოგურტი და ე.წ energy bar ბატონები
- ვახშამი: ქათამი ბოსტნეულის გარნირით ან ბრინჯით და უცხიმო სოუსით.
ჩემი ვარჯიშები
ამ ცვლილებების პარალელურად, გადავწყვიტე, რომ სავარჯიშოდ დარბაზშიც მევლო. აღმოჩნდა, რომ ეს ყველაფერი არც ისე საშინელია და ძალიან გამოსადეგია! ახლა სახლში ვვარჯიშობ, რაც ძალიან მეხმარება.
რა დამეხმარა
1 წელიწადში 50 კილოგრამს დავემშვიდობე და წონაში კლებას ახლაც განვაგრძობ. თურმე, ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება შესაძლებელია!
მთავარია, არ იფიქროთ იმაზე, რომ ყველაფერი უნდა მოიკლოთ და იშიმშილოთ, რადგან ეს ასე არ არის. წონაში კლების უპირატესობა კი მაინც აკრძალვებზე წინ უნდა დააყენოთ.
ახლა ვგრძნობ, რომ უფრო ახალგაზრდა ვარ, ვიდრე ადრე და რა თქმა უნდა, უფრო იმედიანადაც ვარ.
წყარო: www.cosmo.ru