„წაიხემსეთ სასარგებლო პროდუქტით“ - ვერა ბრეჟნევა გვიხსნის, როგორ ვიკვებოთ, რომ გავხდეთ

„წაიხემსეთ სასარგებლო პროდუქტით“ - ვერა ბრეჟნევა გვიხსნის, როგორ ვიკვებოთ, რომ გავხდეთ
ეპიდემიის დროს მომღერალი ვერა ბრეჟნევა სახლში რჩება, მაგრამ თაყვანისმცემლებს „ინსტაგრამით“ ეკონტაქტება. 38 წლის მომღერალი აწარმოებს ბლოგს სილამაზესა და ჯანმრთელობაზე. ის გვიყვება საკუთარ დღის განრიგზე, ატარებს უფასო ონლაინვარჯიშებს და სასარგებლო რეკომენდაციებსაც გასცემს.

ამჯერად, ვერა ჯანსაღ კვებაზე საუბრობს: „ეს რთული თემაა, რადგან კვებისთვის საჭიროა გქონდეს სურვილი, იყო ჯანმრთელი და ნებისყოფა.
ყველაზე მთავარი კვებაში - ჩვევაა. ჩვენ ჩვევის გამო ვიღებთ რაღაცას მაგიდიდან და არ ვფიქრობთ; ჩვევის გამო ვსვამთ ყავას
და ვატანთ მას ორცხობილას; ვამთავრებთ ბავშვების მიერ დატოვებულ საჭმელს და ა.შ.
დროა, თქვენი ჩვევები „შეცვალოთ“. მავნე ჩვევები ახალი, ჯანსაღით უნდა ჩაანაცვლოთ. თუ საჭმლის მიღების შუალედებში გშივდებათ, ამას 2 მიზეზი აქვს:

  1. წინა საკვების მიღება იყო არასრულფასოვანი. ან ცოტა შეჭამეთ, ან სწრაფი ნახშირწყლები მიიღეთ, რომელიც მალე მოინელეთ.
  2. არ გინდათ ჭამა, თქვენ გწყურიათ. ამ შემთხვევაში ყველაფერი მარტივია. დალიეთ ნახევარი ჭიქა წყალი."


ჯანსაღი სნექი:

  • ერთი ხილი ან ბოსტნეული (მაგალითად, ბულგარული წიწაკა ან სტაფილო).
  • შეეცადეთ ჭამოთ დღეში სამჯერ, წასახემსებლის გარეშე.
  • საკვების ყოველი მიღება სრულფასოვანი უნდა იყოს. საუზმე და სადილი ნოყიერი, ვახშამი - მსუბუქი.

წყარო: goodhouse
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93