რა უნდა იცოდეთ ენდომორფული დიეტის შესახებ, სხეულის აგებულების მიხედვით

რა უნდა იცოდეთ ენდომორფული დიეტის შესახებ, სხეულის აგებულების მიხედვით
მოგეხსენებათ, არ არსებობს ისეთი კვების რეჟიმი, რომელიც ერთდროულად ყველა ადამიანს მოერგება.
ერთისთვის კეტოდიეტა უფრო კომფორტულია, მეორემ საკვების ინტერვალებით მიღება შეიძლება აირჩიოს, მესამემ კი წონაში უბრალოდ რამდენიმე პროდუქტის მენიუდან ამოღებით დაიკლოს.
ენდომორფული დიეტა, რომელიც ადამიანის აგებულებასთანაა კავშირში, ერთი შეხედვით, საკმაოდ საინტერესოდ გამოიყურება.

რა დიეტაზეა საუბარი?
1940-იან წლებში მკვლევარმა უილიამ ჰერბერტ შელდონმა ადამიანის აგებულება სამ ნაწილად დაყო და თითოეულ მათგანს კონკრეტული ახსნა და გეგმა შეუსაბამა.
ცხადია, რომ ეს ყოველივე ცოტა ზედაპირულიცაა: მხოლოდ ფიგურის აღქმა არაა საკმარისი, რომ პიროვნების
შესახებ ყველაფერი იცოდეთ. მაგრამ, ამის მიუხედავად, ზოგადი დასკვნის გამოტანა მაინც შეიძლება.

ამრიგად, აქ მოცემულია ისეთი აგებულების ვარიანტები, რომლებზეც ალბათ აქამდეც გსმენიათ:

  1. ეკტომორფი: მაღალი და სუსტი აღნაგობა, სწრაფი მეტაბოლიზმი, წონაში ნელი ტემპით მატება;
  2. მეზომორფი: ათლეტური აღნაგობა, ძლიერი კუნთები, მათთვის მომატება და წონაში კლება მარტივია;
  3. ენდომორფი: „ძვალმსხვილი“, შენელებული მეტაბოლიზმი, ჭარბი წონის მოშორება რთულია.
საინტერესოა, ეთანხმება თუ არა ამ ყოველივეს კონკრეტული დიეტის მოცემულობა?
ენდომორფული დიეტის ძირითადი პრინციპები:
დიეტა მიზნად ისახავს არა მხოლოდ წონაში კლებას, არამედ კუნთების გაძლიერებაზე ზრუნავს. ასევე, გვიბიძგებს, რომ ჯანსაღად ვიკვებოთ.
სხვა დიეტებისგან განსხვავებით, არ ზღუდავს მიღებული კალორიების რაოდენობას, იმ შემთხვევაში, თუ 10 კგ-ზე მეტის დაკლებას არ აპირებთ.
თქვენი ვალია, რომ პორციები სწორად გაანაწილოთ: 30% - ნახშირწყლები, 35% - ცილა, 35% - ცხიმი.
გარდა ამისა, მიზანშეწონილია შეზღუდოთ ისეთი პროდუქტები, როგორებიცაა თეთრი ბრინჯი და მაკარონი. ისინი უნდა ჩაანაცვლოს ლობიომ და შვრიის ფაფამ.
ფაქტია, რომ ენდომორფული დიეტა მეტი ცილის მიღებას გვთავაზობს, ვიდრე ნახშირწყლების.

ღირს თუ არა მოსინჯვა?
სპეციალისტების მოსაზრებაზე დაყრდნობით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ენდომორფული დიეტა 2-3 თვის განმავლობაში მშვენივრად მუშაობს, მაგრამ არ არის სასურველი დიდი ხნის განმავლობაში დაიცვათ, იმიტომ, რომ ის კრძალავს იმ ზოგიერთ პროდუქტს, რომლებიც ჯანმრთელობისთვის აუცილებელია. გარდა ამისა, არის ბევრი ფაქტორი, რასაც ეს დიეტა არ ითვალისწინებს. ესენია: გენეტიკა, მიზნები, ვარჯიში და მასთან დაკავშირებული რეჟიმი, ცხოვრების წესი.
სწორედ ამიტომ, ენდომორფული დიეტა არ შეიძლება ყველას ვურჩიოთ. მხოლოდ ფიგურის ტიპის გათვალისწინებით რჩევების მიცემა თანამედროვე რეალობაში არცთუ ისე სახარბიელოა. ამიტომ, თუ ამ დიეტის დაცვას გადაწყვეტთ, ექიმის რჩევებიც უნდა გაითვალისწინოთ.

წყარო: www.cosmo.ru
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93