გახდომას ვიწყებთ ორშაბათის ნაცვლად ხვალიდან! თუკი გახდომა გადაწყვიტე, უმჯობესია, დაიწყო დილიდან: სწორედ დილის ჩვევები გვაძლევს ბიძგს მთელ დღეზე დასამუხტად და გვიქმნის კარგ განწყობას. თუკი გადაწყვიტეთ, მიხედოთ საკუთარ სხეულს, დაიწყეთ სასარგებლო დილის ჩვევებით.
როგორ უნდა ვისაუზმოთ
- ყველაზე სასარგებლო კვების რეჟიმი არის ის, რომელშიც ძირითადი კალორიების ნორმას დილიდან იღებთ. ამ დასკვნამდე მივიდნენ თელ-ავივის უნივერსიტეტის მეცნიერები. ნივთიერებათა ცვლა დღის განმავლობაში ცვლილებას განიცდის: რაც უფრო გვიან იკვებებით, უფრო ნელა მიმდინარეობს ეს პროცესი. ამიტომ დილით შეგიძლიათ მიირთვათ ის, რაც გაგიხარდებათ. ხოლო თუკი საუზმეს ივიწყებთ, ორგანიზმი დღის განმავლობაში მიღებულ კალორიებს ინახავს მარაგის სახით და წონაში მოიმატებთ.
გაისეირნეთ დილის მზეზე
- დილის მზე ცხიმებს წვავს პირდაპირი გაგებით: ეს დადასტურდა ალბერტას (კანადა) უნივერსიტეტის მკვლევარების დაკვირვების შედეგად. როგორც ჩანს, ლიპიდების ნაწილაკები მოცულობაში პატარავდებიან პირდაპირი მზის სხივების მოხვედრის შედეგად და ტოვებენ უჯრედებს, რაც წონაში კლებაში აისახება.
გაღვიძებისთანავე დალიეთ წყალი
- ღამით ვკარგავთ ნახევარი ლიტრის ოდენობით წყალს. ამიტომ დილით მიღებული ერთი ჭიქა წყალი გვეხმარება ორგანიზმში თხევადი ბალანსის აღდგენაში. წყალი საკვების გადამუშავებას ხელს უწყობს და ამცირებს ზედმეტი ულუფის მიღების რისკს.
ივარჯიშეთ
- პირველ რიგში, დილის ვარჯიში დაეხმარება არა მარტო ჩვენს სხეულს, არამედ გონებასაც სწრაფად გაღვიძებაში; მეორე მხრივ, დაიწყებს ნივთიერებათა აქტიურ ცვლას; მესამე მხრივ კი, დღის განმავლობაში დაგეხმარებათ ნაკლები საკვების მიღებაში. კვლევებმა ნორთუმბრიის უნივერსიტეტიდან (ინგლისი) დაადასტურა, რომ ადამიანები, რომლებიც რეგულარულად ვარჯიშობენ, შიმშილის გრძნობას ნაკლებად განიცდიან.
უარი თქვით სოციალურ ქსელებზე
- მიეჩვიეთ სოციალურ ქსელში სიახლეების სქროლვას საუზმის დროს? უარი თქვით ამ მავნე ჩვევაზე - ის გასუქებთ! სამწუხაროდ, ასეთი ქმედება, დადასტურებულია, რომ სტრესის დონეს ზრდის, რის გამოც ვსუქდებით. პირველ რიგში, სტრესის ჰორმონი კორტიზოლი ანელებს ნივთიერებათა ცვლის პროცესს, მეორე მხრივ კი, სტრესის ზემოქმედებისას ბევრად მავნე საკვებს მივირთმევთ.
წყარო: goodhouse