შეიძლება ცხოვრების წესის შეცვლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება რთული იყოს, როდესაც საყვარელი ადამიანები ამაში მხარს არ გიჭერენ. ჩვენს გმირს კი ამ შემთხვევაში გაუმართლა. იხილეთ მისი ისტორია.
"მე დიდ ქალაქში ვცხოვრობ, სპეციალისტი გახლავართ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტებთან ვმუშაობ. ერთხელაც მივხვდი, რომ ძალიან დავიღალე დიდი ზომის სამოსის შეძენით, გადავწყვიტე წონაში დამეკლო და 35 კილო დავიკელი.
როცა ტკბილეული მინდოდა, ეს ყოველივე მხოლოდ რამდენიმე ცალის მირთმევით კი არ შემოიფარგლებოდა - შეიძლება მთელი შეკვრა მეჭამა, ან 2 შეკვრაც.
ორი წლის წინ გასართობ ატრაქციონებზე წავედით, სადაც მთხოვეს, სკამზე დავმჯდარიყავი იმის გასარკვევად, დავეტეოდი თუ არა. დავეტიე და არ გამჭირვებია, მაგრამ მივხვდი, რომ დროა, რაღაც შევცვალო, თორემ შესაძლოა შემდეგ ჯერზე ვეღარც მოვთავსდე.
კიდევ ერთი წამახალისებელი რამ იყო ჩემი სიყვარული გარკვეული დიზაინერების მიერ შექმნილი კაბებისადმი. მე მათ ყოველწლიურად ვყიდულობ და როდესაც საყვარელ კაბებში ვეღარ ჩავეტიე, ჩემს იმედგაცრუებას საზღვარი არ ჰქონდა.
რაც ყველაზე მთავარია - დიეტა გამოვცვალე. მე ძირითადად სწრაფი კვების პროდუქტებს ვყიდულობდი, მაგრამ ახლა ეტიკეტების შესწავლა დავიწყე. ვარკვევ შაქრის, ცხიმის დოზას და ვცდილობ, რომ დაბალი შემცველობა ჰქონდეს საკვებს, რომლებსაც ვიყენებ.
დავიწყე კალორიების დათვლაც და ჩამოვწერე ის ყველაფერი, რასაც მივირთმევ. ამ გადაწყვეტილებამ ხელი შეუწყო საკვების ჯანსაღი კვების რაციონის ჩამოყალიბებას, რამაც ჩემზე დადებითი გავლენა იქონია.
მეორე მხრივ, ჩემს ჯანმრთელობაში ინვესტიცია დავაბანდე, სპორტდარბაზის წევრის სტატუსის შეძენით. ეს რომ არ მომხდარიყო, მსგავს შედეგს საერთოდ ვერ მივაღწევდი.
მესამე, მე საკუთარი თავის მოსმენა დავიწყე და არა მხოლოდ მაშინ ჭამა, როდესაც მომინდება. ეს ძალიან ბევრ ადამიანს ეხმარება.
უკვე ძალიან მომწონს ჩემი ფიგურაც და ფსიქოლოგიური მდგომარეობაც. ნელ-ნელა სასურველ ნიშნულს ვუახლოვდები და კმაყოფილი ვარ."