„ერთად შევძლებთ“: როგორ დავიკელი 40 კგ აბონემენტის საჩუქრად მიღების შემდეგ - Marao

„ერთად შევძლებთ“: როგორ დავიკელი 40 კგ აბონემენტის საჩუქრად მიღების შემდეგ

2020-05-11 09:30:22+04:00


შეგიძლიათ შეეგუოთ ჭარბ წონას და მასთან დაკავშირებულ დაავადებებს, ან იბრძოლოთ ცვლილებებისთვის. შესაძლოა გადაწყვიტეთ, რომ თქვენ ვერაფერს შეცვლით, რადგან დიეტების ეფექტი დიდ ხნიანი არ არის. თუ პრობლემას ჩაუღრნავდებით და ზომებს მიიღებთ, შეგიძლიათ შესანიშნავ შედეგს მიაღწიოთ!

”მე მარკეტოლოგი გახლავართ და თავისუფალ დროს, ფიტნეს ტრენერის როლსაც ვითავსებ. ადრე ეს შეუძლებელი იყო, რადგან წლების მანძილზე ჭარბი წონა მქონდა და ფიტნეს კლუბში მისვლისაც კი მეშინოდა! შემდეგ თავი ავწიე, ვთქვი რომ ყველაფერს შევძლებ და 40 კილო დავიკელი.

ჩემი ამბავი

მე ყოველთვის უფრო მძიმეწონიანი ვიყავი, ვიდრე რომელიმე ჩემი მეგობარი. გამუდმებით იმაზე ვფიქრობდი, თუ როგორ უნდა დამეკლო წონაში. ჩემს ოჯახში ყველა ჭარბწონიანი იყო, ამიტომ ამ ყველაფერს ნორმად მიიჩნევდნენ.

რამდენიმე წლის წინ ჰიპერტენზიის დიაგნოზი დამისვეს (23 წლის ასაკში!).

მივხვდი, რომ ყველაფერი უნდა შემეცვალა და რაც შემეძლო გამეკეთებინა. ამ დროისთვის უკვე 120 კილოგრამს ვიწონიდი.

რა თქმა უნდა, ბევრჯერ ვცადე დამეკლო წონაში, მაგრამ გარკვეულ შედეგს მხოლოდ ერთხელ მივაღწიე. შემდეგ ჩემს ბინაში ჩემი ბიძაშვილი გადმოვიდა საცხოვრებლად. მან სპორტდარბაზის აბონემენტი გადმომცა და ისე გამოვიდა, რომ იმ დარბაზის წევრობის უფლება მქონდა.

სწორედ აქედან დაიწყო ყველაფერი. ჩვენ ერთად დავიწყეთ სიარული, კვება, გადავედით მოხარშულ საკვებზე. ის ჩემს დიეტას აკონტროლებდა, რაც ძალიან დამეხმარა.

შემდეგ გამოცხადდა შეჯიბრი წონაში კლებასთან დაკავშირებით, რომელმაც მოტივაცია შემმატა. ცხადია პრიზებიც მომხიბლავად გამოიყურებოდა.. ამ დროს 12 კილოგრამი დავიკელი და გამარჯვებაც მოვიპოვე.

კვების მიმართულება, რომელმაც ჩემი მოწონება დაიმსახურა: 80/20 სისტემა არის. იგულისხმება: 80% ჯანსაღი და 20% ტკბილი და ე.წ „სწრაფი საკვები“, რაც ყველაფერს გაგიმარტივებთ. ამის წყალობით, ვეღარც კი ვგრძნობდი მუდმივ ლტოლვას, იმ აკრძალული საკვების მიმართ, რომელზე ფიქრიც ადრე ასე მიჭირდა.

რასაც ახლა მივირთმევ:

  1. საუზმე: სტაფილო, ორი კვერცხი, ტოსტი (დიეტური პურის).
  2. სადილი: ქათამი ტკბილი წიწაკით, სალათი, ყველი, ხახვი და ლავაში. (ან მის გარეშე).
  3. სასუსნავები: ბოსტნეული ჰუმუსით (მუხუდოს პასტა), იოგურტი, მანდარინი.
  4. ვახშამი: საქონლის ხორცი, მაკარონი და პომიდორი.

ჩემი ვარჯიშები

უნდა ითქვას, რომ მანამდე სპორტდარბაზში არასდროს ვყოფილვარ. აღმოჩნდა, რომ სპორტული თამაშებიც კარგი რამეა.

თავიდან ვფიქრობდი, რომ წონაში დავიკლებდი და სპორტს მივატოვებდი. შემდეგ კი უბრალოდ გავიაზრე, რომ ვერ გავჩერდებოდი. მე კუნთოვან ვარჯიშებს ვამჯობინებ.

მარათონებშიც ვიღებ მონაწილეობას და დავრბივარ.

მიყვარს ახალი ვარიანტების მოსინჯვა, კრივსაც კი გავუსინჯე გემო და ახლა თითქმის ყოველდღე ვვარჯიშობ.

რა დამეხმარა

ჩემი ძმის მხარდაჭერა. ალბათ მის გარეშე არაფერი გამოვიდოდა. ცდილობდა გაეკონტროლებინა ჩემი რაციონი და დარწმუნებული ყოფილიყო, რომ ნაკლებად მავნე საკვებს მივირთმევდი.

დაბოლოს, ნამდვილად შემიყვარდა სპორტი, ეს დამეხმარა, რომ სწორი გზა არ დამეკარგა.

რა თქმა უნდა, ვერც კი ვიფიქრებდი, რომ ამ თვისებებს გამოვიმუშავებდი. თუ საკუთარი თავის გჯერათ, მთების გადადგმაც კი შეგიძლიათ. მთავარია, მომავლისთვის არ გადადოთ ის რაც დღეს უნდა გააკეთოთ. არ დაელოდოთ მომენტს, როდესაც საამისო განწყობა გექნებათ, დარწმუნებული უნდა იყოთ იმაში, რომ აუცილებლად იზეიმებთ, თუნდაც მცირე გამარჯვებებით.

წყარო: www.cosmo.ru