შეგიძლიათ შეეგუოთ ჭარბ წონას და მასთან დაკავშირებულ დაავადებებს, ან იბრძოლოთ ცვლილებებისთვის. შესაძლოა გადაწყვიტეთ, რომ თქვენ ვერაფერს შეცვლით, რადგან დიეტების ეფექტი დიდ ხნიანი არ არის. თუ პრობლემას ჩაუღრნავდებით და ზომებს მიიღებთ, შეგიძლიათ შესანიშნავ შედეგს მიაღწიოთ!
”მე მარკეტოლოგი გახლავართ და თავისუფალ დროს, ფიტნეს ტრენერის როლსაც ვითავსებ. ადრე ეს შეუძლებელი იყო, რადგან წლების მანძილზე ჭარბი წონა მქონდა და ფიტნეს კლუბში მისვლისაც კი მეშინოდა! შემდეგ თავი ავწიე, ვთქვი რომ ყველაფერს შევძლებ და 40 კილო დავიკელი.
რამდენიმე წლის წინ ჰიპერტენზიის დიაგნოზი დამისვეს (23 წლის ასაკში!).
მივხვდი, რომ ყველაფერი უნდა შემეცვალა და რაც შემეძლო გამეკეთებინა. ამ დროისთვის უკვე 120 კილოგრამს ვიწონიდი.
რა თქმა უნდა, ბევრჯერ ვცადე დამეკლო წონაში, მაგრამ გარკვეულ შედეგს მხოლოდ ერთხელ მივაღწიე. შემდეგ ჩემს ბინაში ჩემი ბიძაშვილი გადმოვიდა საცხოვრებლად. მან სპორტდარბაზის აბონემენტი გადმომცა და ისე გამოვიდა, რომ იმ დარბაზის წევრობის უფლება მქონდა.
სწორედ აქედან დაიწყო ყველაფერი. ჩვენ ერთად დავიწყეთ სიარული, კვება, გადავედით მოხარშულ საკვებზე. ის ჩემს დიეტას აკონტროლებდა, რაც ძალიან დამეხმარა.
შემდეგ გამოცხადდა შეჯიბრი წონაში კლებასთან დაკავშირებით, რომელმაც მოტივაცია შემმატა. ცხადია პრიზებიც მომხიბლავად გამოიყურებოდა.. ამ დროს 12 კილოგრამი დავიკელი და გამარჯვებაც მოვიპოვე.
კვების მიმართულება, რომელმაც ჩემი მოწონება დაიმსახურა: 80/20 სისტემა არის. იგულისხმება: 80% ჯანსაღი და 20% ტკბილი და ე.წ „სწრაფი საკვები“, რაც ყველაფერს გაგიმარტივებთ. ამის წყალობით, ვეღარც კი ვგრძნობდი მუდმივ ლტოლვას, იმ აკრძალული საკვების მიმართ, რომელზე ფიქრიც ადრე ასე მიჭირდა.
თავიდან ვფიქრობდი, რომ წონაში დავიკლებდი და სპორტს მივატოვებდი. შემდეგ კი უბრალოდ გავიაზრე, რომ ვერ გავჩერდებოდი. მე კუნთოვან ვარჯიშებს ვამჯობინებ.
მარათონებშიც ვიღებ მონაწილეობას და დავრბივარ.
მიყვარს ახალი ვარიანტების მოსინჯვა, კრივსაც კი გავუსინჯე გემო და ახლა თითქმის ყოველდღე ვვარჯიშობ.
დაბოლოს, ნამდვილად შემიყვარდა სპორტი, ეს დამეხმარა, რომ სწორი გზა არ დამეკარგა.
რა თქმა უნდა, ვერც კი ვიფიქრებდი, რომ ამ თვისებებს გამოვიმუშავებდი. თუ საკუთარი თავის გჯერათ, მთების გადადგმაც კი შეგიძლიათ. მთავარია, მომავლისთვის არ გადადოთ ის რაც დღეს უნდა გააკეთოთ. არ დაელოდოთ მომენტს, როდესაც საამისო განწყობა გექნებათ, დარწმუნებული უნდა იყოთ იმაში, რომ აუცილებლად იზეიმებთ, თუნდაც მცირე გამარჯვებებით.