„ახლა ყველაფრის კეთება შემიძლია!“: როგორ დავიკელი 70 კილო, რომ ჩემი ცხოვრება სრულყოფილი გამეხადა - Marao

„ახლა ყველაფრის კეთება შემიძლია!“: როგორ დავიკელი 70 კილო, რომ ჩემი ცხოვრება სრულყოფილი გამეხადა

2020-05-09 10:01:10+04:00


ცხოვრების წესის შეცვლასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილების მიღება ძალიან რთულია, მაგრამ ჩვენს მაგივრად ამას ვერავინ გააკეთებს.

საბედნიეროდ, ზოგიერთი დაავადების დაძლევა მარტივადაა შესაძლებელი, თუ ზედმეტ კილოგრამებს მოიშორებთ. ეს სწორედ ის არის, რაც ჩვენმა დღევანდელმა გმირმა შეძლო.

”34 წლის ვარ და ფიტნეს ტრენერად ვმუშაობ. მაგრამ ყოველთვის ყველაფერი ასე კი არ იყო. იყო დრო, როცა 130 კილოგრამს ვიწონიდი და არც კი ვფიქრობდი, რომ წონაში უნდა დამეკლო.

ჩემი ამბავი

ყველაფერი პატარაობიდან დაიწყო, საწოლის ქვეშაც კი ვმალავდი საჭმელს. ვცდილობდი ნათესავებისგან მალულად მეჭამა. ყოველთვის უფრო პუტკუნა ვიყავი, ვიდრე ჩემი თანატოლები, რომლებიც გამუდმებით მტკენდნენ გულს. (და ამან კიდევ უფრო გამიძლიერა სურვილი, რომ მეტი მეჭამა). უკვე შესაფერისი ტანსაცმლის პოვნაც გამიჭირდა.

დედა ცდილობდა, რომ დამხმარებოდა და დიეტებს ეძებდა, მაგრამ არაფერი გამოვიდა. შედეგის შენარჩუნება ვერ შევძელი და დაკლებული კილოგრამები უკლებლივ დამიბრუნდა. ვფიქრობდი, რომ არაფერი შეიცვლებოდა, რომ ჩემ ცხოვრებაში საჭმელს ყოველთვის ექნებოდა ძალაუფლების სადავეები. ეს აზრები, რა თქმა უნდა, საერთოდ არ მეხმარებოდა.

როდესაც თინეიჯერულ ასაკს გადავაბიჯე, ყველაფერი ისევ გრძელდებოდა. სინამდვილეში, მე საკვებისთვის ვცხოვრობდი და არ შემეძლო იმ მანკიერი წრის გარღვევა, რომელიც მაზიანებდა.

ექიმთან მისვლას თავი ავარიდე, რადგან მირჩიეს, რომ სწორი კვებისთვის მიმემართა და სპორტს დავმეგობრებოდი.

მქონდა დეპრესია, ღვიძლის და ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები, რომლებიც მედიკამენტოზურ ჩარევას მოითხოვდა. მუხლებიც გამუდმებით მტკიოდა.

როგორ შეიცვალა ყველაფერი

ორი წლის წინ, მომიწია რომ ჩემ ბიჭთან ერთად მაღალ სართულზე ავსულიყავი... მაგრამ მე ეს ვერ შევძელი! 32 წლის ვიყავი და იყო არაერთი რამ, რისი გაკეთებაც ჭარბი წონის გამო აღარ შემეძლო. გავნადგურდი. ახალი წელი ახლოვდებოდა და წონის დაკლებაზე ფიქრი განვაახლე.

დიეტა მჭირდებოდა, რომელიც შედეგს მომცემდა. როგორც ჩანს, მსოფლიოში ყველა უშედეგო დიეტებს ვირჩევდი. დავიწყე ნაწილობრივი შეზღუდვა და კალორიების კონტროლი. მე მხოლოდ ის მჭირდებოდა, რაც ნამდვილად ეფექტური და სასარგებლო იქნებოდა.

გარდა ამისა, დავიწყე იმაზე დაკვირვება, რასაც მივირთმევ. როდესაც წონის კონტროლი დავიწყე, განვსაზღვრე წყლის რაოდენობა, დავაკვირდი ჩემი განწყობის ცვალებადობას, გავაცნობიერე, რა მუშაობს და რა არა.

რასაც ახლა მივირთმევ

  1. საუზმე: ტოსტი რამდენიმე კვერცხით და ავოკადო.
  2. სადილი: ინდაური მდოგვით, სალათის ფოთოლი, პომიდორი და ხახვი, ან დიდი ზომის სალათი ქათმის და ბოსტნეულის შიგთავსით.
  3. შემდეგ: იოგურტი, სტაფილო, კიტრი.
  4. ვახშამი: საქონლის ხორცი ბოსტნეულით, ან ბრინჯით.

ჩემი ვარჯიშები

თავიდან, გადავწყვიტე, დღეში მინიმუმ ნახევარი საათის განმავლობაში მევარჯიშა. დავიწყე ცურვა, შემდეგ იოგითაც დავკავდი.

ახლა ინტერნეტის საშუალებით ვირჩევ პროგრამებს, რომლებიც ჩემ შემთხვევაში მუშაობს.

რა დამეხმარა

ორ წელში 70 კილო დავიკელი. შევძელი სხეულში იმ პროცესების შეჩერება და ტკივილის მოშორება, რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში მაწუხებდა. ახლა იმდენი წამალი აღარ მჭირდება!

ახლა საკვები ჩემთვის მხოლოდ ენერგიის გამოსამუშავებელი საშუალებაა და არა სიცოცხლის ერთადერთი მიზანი, რაც მშვენიერია.

34 წლის ვარ და თავს უფრო ახალგაზრდულად და ჯანსაღად ვგრძნობ, ვიდრე ათი წლის წინ. ჯანსაღი ცხოვრების წესის დასამკვიდრებელი გზა გრძელდება, მაგრამ უბრალოდ უნდა გამეცნობიერებინა, რამდენ რამეს ვაკლდებოდი ზედმეტი კილოგრამების გამო. ახლა რამდენი რამის გაკეთება შემიძლია!

წყარო: www.cosmo.ru